ახალგაზრდებთან მომუშავე მწვრთნელები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ლას როსასში" 4-დღიან სწავლებას გაივლიან
დღეს, გამთენიისას, ქართველ მწვრთნელთა ჯგუფი მადრიდში გაემგზავრა. დელეგაციას მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე ხელმძღვანელობს.

ესპანეთში ახალგაზრდებთან მომუშავე მწვრთნელები, ვალერი გაგუა, რამაზ სოღოლაშვილი, რამაზ სვანაძე, მამუკა ჩაჩუა, ჯესი სურმავა, ზაზა ინიაშვილი, აკაკი კვერნაძე და ალექსანდრე ბურნაძე 4-დღიან სწავლებას გაივლიან.

სემინარის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვთნელთა განათლების მენეჯერ ვარლამ დარსაძეს ვესაუბრეთ:

"ახალგაზრდა სპეციალისტები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ლას როსასში" ისწავლიან. ეს ღონისძიება უეფას მიერ არის ორგანიზებული. სწავლების თემა მასობრივი ფეხბურთი იქნება," - გვითხრა ვარლამ დარსაძემ, რომლის თქმით, ასეთ პროექტებს ინტენსიური სახე ექნებათ და საზღვარგარეთ კვლავ გაიგზავნებიან ის სპეციალისტები, რომლებიც ახალგაზრდებთან და ბავშვებთან მუშაობენ.

"რა თქმა უნდა, განვაგრძობთ სხვადასხვა კატეგორიის ლიცენზიების კურსების ჩატარებასაც და ვეცდებით, უფრო მეტ ლიცენზირებულ მწვრთნელს მივცეთ ბავშვებთან მუშაობის საშუალება. საჭიროა, დროდადრო შევკრიბოთ ისინი და მივაწოდოთ ინფორმაცია თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებზე", - ამბობს მწვრთნელთა განათლების მენეჯერი.

ქართული დელეგაცია სამშობლოში 28 იანვარს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა