დღეს ვაკეში საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო 2012 წლის საქართველოს თასის გათამაშებამ
დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო 2012 წლის საქართველოს თასის გათამაშებამ, სადაც სუპერლიგაში მონაწილე 11-ვე გუნდი იღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის სატურნირო მდგომარეობის მიხედვით პირველი 7 გუნდი (არმია, ქუთაისი, ოლიმპი, სოხუმი, შსს, სტუ,დინამო) პირდაპირ მეოთხედფინალშია დაშვებული, ხოლო 8-11 (თსუ,თსსუ,ბათუმი,რუსთავი) ადგილზე გასული გუნდები მეოთხედფინალის საგზურს გაითამაშებენ.

12 საათზე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა თსსუ-სა და "ბათუმი-რსუ-ს" შორის, სადაც "მედიკოსებმა" 88:72 იმარჯვეს. მატჩის პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ათწუთეულის შუწელში სამედიცინო გააქტიურდა და 10-ქულიან უპირატესობას უწია - 48:38. საბოლოოდ პირველ ტაიმში "მედიკოსებმა" 48:40 იმარჯვეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ თსსუ-ს სასარგებლოდ წარიმართა, რომელთაც "ზღვისპირელებთან" საბოლოოდ დამაჯერებლად იმარჯვეს. " ბათუმის" შემადგენლობაში 21-21 ქულა ლაშა კეშელავამ და ირაკლი მიქელაძემ მიითვალეს, ამ უკანასკნელმა კი 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს 25 ქულით ნემანია ილიჩმა ულიდერა, 13 ქულითა და 16 მოხსნით კი ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინოს გუნდი მეოთხედფინალის საგზურისთვის თსუ - რუსთავს შორის გამარჯვებულს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ხვალ 16 საათზე დაუპირისპირდება.

superleague.ge

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს