საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისში მზადება გუშინ, საგურამოს ბაზაზე ვარჯიშით დაასრულა. 21-წლამდელები დღეს თურქეთში გაემგზავრებიან...

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისში მზადება გუშინ, საგურამოს ბაზაზე ვარჯიშით დაასრულა. 21-წლამდელები დღეს თურქეთში გაემგზავრებიან. ჩვენი ახალგაზრდები ამ ქვეყნის ნაკრებთან ევროპის 2011 წლის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრას 4 სექტემბერს, საქარიას სტადიონზე გამართავენ. თბილისის დროით მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის არბიტრად უეფამ სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი დანიშნა.

ოთარ გაბელია თურქეთთან 20 ფეხბურთელის ამარა მიემგზავრება, მათგან ორი - გიორგი განუგრავა და თემურ შარაშენიძე (ორივე - "დიორი ეტო") ნაკრებს საქარიაში შეუერთდებიან. გუნდს გაყვება გიორგი ხიდეშელიც, მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო თამაშის უფლება მხოლოდ 7 სექტემბერს თბილისში სომხეთის ნაკრებთან აქვს. ჩვენი გუნდის თურქეთს ამ შემადგენლობით გაემგზავრება:

მეკარეები - როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ბახტაძე (დიორი, უნგრეთი);

მცველები - გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე - დინამო), გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), ლაშა თოთაძე (დიორი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), გიორგი გურული (ტორპედო).

ნახევარმცველები - გიორგი განუგრავა, თემურ შარაშენიძე (ორივე - დიორი), ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გუგუჩია (ბაია), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), თემურ შონია (სპარტაკი);

თავდამსხმელები - რევაზ ბარაბაძე (უკლუბო), გიორგი ივანიშვილი (შაფჰაუზენი, შვეიცარია), გიორგი ჭედია (ოლიმპი), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი);

თურქეთში გამგზავრებამდე, ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძეს გავესაუბრეთ:

- გასვლით შეხვედრაში მეკარეს მეტი საქმე აქვს. თურქებთან ზესტაფონში 4:0 მოგების შემდეგ კი განსაკუთრებით დაძაბულ შეხვედრას ველით...

- თურქეთი მეორე ადგილზეა და თავისთავად ცხადია, რთული მატჩი იქნება. ამას ყველა ვაცნობიერებთ და სერიოზულად ვემზადებით. თუმცა ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება არა იმდენად ფიზიკურ და სპორტულ მომზადებაზე, რამდენადაც ჩვენს ფსიქოლოგიურ სიმტკიცეზე.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იღბლიანია, რაც სომხეთშიც გამოჩნდა - ერევანში ბევრჯერ გადავრჩით. თუმცა მხოლოდ იღბლის იმედად ყოფნა არ შეიძლება...

- გეთანხმებით, მაგრამ თამაშის ხასიათზეც ვართ დამოკიდებულები. როცა ორბურთიანი უპირატესობით დავწინაურდით, ოდნავ მოვეშვით და საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით.

- დაცვის ცენტრში გიორგი ხიდეშელის არყოფნა არ გაღელებთ?

- გიორგი დიდი დანაკლისია. წელს ძალიან კარგ ფორმაშია და თურქეთში მისნაირი მცველი ძალინ გვჭირდება, მაგრამ... რას ვიზამთ, გაბელია მის შემცვლელს გამონახავს. ვინც არ უნდა ათამაშოს, დარწმუნებული ვარ, მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გიორგის კარგად შეცვლის.

- თქვენი აზრით, დარჩენილ ორ შეხვედრაში რამდენი ქულის მოპოვებაა რეალური?

- თურქებს უნდა მოვუგოთ, თუმცა მათთან და სომხებთან ოთხი ქულაც კარგი შედეგი იქნება. წინასწარ მაინც ძნელი სათქმელია, ეს ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი იქნება, თუ არა.

- თეორიულად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შესაძლებელია. სხვა საკითხია, აქვთ თუ არა ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია?

- გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვქონდა, მაგრამ წარმატებული თამაშების შემდეგ ამ გრძნობამ გაიღვიძა, ნაპერწკალი ნელ-ნელა გაღვივდა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და უკვე წარმატების ყველას სჯერა. გაიხსენეთ, ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ასეთი შანსი ოდესმე თუ გვქონდა, გუცაევის დროინდელ ახალგაზრდულ ნაკრებს თუ არ ჩავთვლით?

აბა, რატომ არ შეიძლება, რომ ფინალში მოვხვდეთ? მთავარი რწმენა და იმედია. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუძლია, ხალხი გაახაროს.

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა