"დინამოს" მცველმა ბარსელონაში განვლილ შეკრებაზე ისაუბრა
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გატარებული 10-დღიანი შეკრების შემდეგ თბილისის "დინამო" უკვე მარბელაში იმყოფება.

შეგახსნებთ, რომ მარბელაში დინამოელები Impact Cup-ის გათამაშებაში ჩაერთვებიან, სადაც მათი პირველი მეტოქე პოლონური "კრაკოვია" იქნება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

პოლონურ "კრაკოვიასთან" მატჩამდე "დინამოს" ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა დავით ოდიკაძემ "გლადიატორების" ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ბარსელონაში განვლილ შეკრებასა და გუნდის ახალწვეულებზე ილაპარაკა.

"საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ ბარსელონაში და კარგი სპარინგ-მატჩებიც გამოგვივიდა. ბარსელონაში ყოფნისას ყველაზე მეტად "კამპ ნოუს" სტადიონი დამამახსოვრდა, შთამბეჭდავი არენაა.

რაც შეეხება მარბელას, აქ ძალიან კარგად მოვეწყვეთ. ახალწვეულები გუნდს კარგად შეეწყვნენ. ჯერ მხოლოდ სამი თამაში ჩაატარეს და ცხადია დრო სჭირდებათ. ეჭვი არ მეპარება, რომ გამოგვადგებიან. პირობას ვიძლევი, რომ გაცილებით კარგი "დინამო" დავბრუნდებით ვიდრე აქამდე ვიყავით", - აღნიშნა ოდიკაძემ.

Impact Cup-ს ტურნირი 22-დან 28 იანვრამდე გასტანს. დინამოელთა მეტოქეები: კიევის "დინამო" (უკრაინა), "იანგ ბოიზი" (შვეიცარია), "სტრიომსგოდსეტი" (ნორვეგია), "ეკრანასი" (ლიტვა), "ვიდეოტონი" (უნგრეთი),მატერსბურგი (ავსტრია).

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა