ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ბარსელონას" მდევრის როლი

"ბარსელონას" მდევრის როლი

"ბარსა" აგრძელებს "რეალის" დევნას - იქნებ, "სამეფო კლუბს" სადღაც ფეხი დაუცდეს და მისი 5-ქულიანი ჰანდიკაპი შემცირდეს
"ბარსელონა" აგრძელებს მადრიდის "რეალის" დევნას. იქნებ, "სამეფო კლუბს" სადღაც ფეხი დაუცდეს და მისი 5-ქულიანი ჰანდიკაპი შემცირდეს. ამ ტურში ასე არ მოხდა, თუმცა ჩემპიონმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულა - მალაგაში დიდი ანგარიშით მოიგო - 4:1.

ლიონელის ვნებანი

ლიონელ მესიმ ანდალუსიაში ჰეთ თრიკი შეასრულა და კარიერის რეკორდიც დაამყარა - ლა ლიგის ნახევარი ყველაზე მეტი გოლით - 22 - დაასრულა. ახლა მესი "ბარსელონას" ლეგენდა სესარს (სესარ როდრიგეს ალვარესი) გაუთანაბრდა. "ლა როსალედაზე" მესიმ "ბარსელონას" მაისურით მე-15 ჰეთ თრიკი შეასრულა. არადა, მესისთვის ჯერ მხოლოდ მეხუთე სეზონია "ბარსაში". სესარის შედეგი (ასევე 22 გოლი პირველ წრეში) 1950/51 წლების სეზონზე მოდის.

საოცარია, მაგრამ მესი ყოველ წელს უმატებს! შარშან მან პირველი წრე 18 გოლით დაასრულა, შარშანწინ კი - 15-ით. ლეომ ამ სეზონის ყველაზე დიდი ნაკლი გამოასწორა, აქამდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი სტუმრად - "სან მამესზე" "ბილბაოს" კარში, ახლა კი ერთბაშად სამი დაამატა.

საერთო ჯამში მესიმ სეზონში 32 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 36 გოლი გაიტანა! 1,125 გოლი საშუალოდ მატჩში: 22 გოლი ლა ლიგაში, 6 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ესპანეთის სუპერთასზე, 2 ესპანეთის თასზე, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ერთიც ევროპის სუპერთასზე.

"ბარსელონას" მაისურით მესიმ 216 გოლი გაიტანა. ასე რომ, შორს არ არის ის დრო და ამ ტემპით წლევანდელ სეზონშიც უნდა მოხდეს, როცა მესი კლუბის ისტორიაში პირველ ბომბარდირს, სესარს გაუსწრებს. სესარს 235 გოლი აქვს, მესის იქამდე 19 გოლი რჩება...

მოგებასა და წაგებას შორის

"ხაზი მოგებასა და წაგებას შორის ძალიან თხელია. დღევანდელი მატჩი ამის ნათელი დასტურია", - ეს სიტყვები "ბარსელონას" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას ეკუთვნის.

პეპის აზრით, 15-წუთიანი მონაკვეთი, როცა "მალაგას" ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სიტუაცია ვიქტორ ვალდესმა განმუხტა, შემდეგ კი ორჯერ მოიგერია სახიფათო დარტყმები, გადამწყვეტი იყო მატჩში.

გვარდიოლა მთლიანობაში კმყოფილი დარჩა გუნდის თამაშით და შედეგით. მან აღნიშნა, რომ თუკი ისეთ სტადიონზე როგორიც "როსალედაა" წარმატება გსურს, აუცილებლად ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გააკეთო. მან ცაში აიყვანა ქებით ლეო მესი და აღნიშნა, რომ არგენტინელის უპირველესი პლუსი უკვე სტაბილურობაა.

"ვიქტორს რომ არ მოეგერიებინა ის კუთხური, ვერ აეღო ორჯერ, წარმოდგენაც არ მაქვს, რა შეიძლება მომხდარიყო", - განაცხადა მან. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ შესვენებაზე კორექტივები შეიტანა, რის შემდეგაც "ბარსას" თამაში გაუიოლდა.

"სპორტში ყველაზე რთულია გულშემატკივარის მოლოდინი სრულად დააკმაყოფილო. როცა დიდი გუნდი ხარ, უნდათ ყოველთვის დიდი ანგარიშით მოიგო. მაგრამ "მალაგას" ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ფეხბურთი. გუნდში არიან ვარსკვლავები და იმედისმომცემი ახალგაზრდები. ერთადერთი, რაც ამ გუნდს ახლა სჭირდება, მოთმინებაა. მათ დრო ესაჭიროებათ და დარწმუნებული ვარ, პელეგრინი "მალაგაში" ძალზე წარმატებული მწვრთნელი იქნება", - არ დაიშურა საქებარი სიტყვები მეტოქის მიმართ.

"დღეს ჩვენ ლა ლიგის ნახევარი დავასრულეთ. ჩვენი კონკურენტი სენსაციურ ფეხბურთს თამაშობს. ამიტომაც ჩანს ისე, თითქოს, კარგი პირველი წრე არ გვქონია. არადა, დიდებულად ვითამაშეთ და მე ძალიან კმაყოფილი ვარ", - დაასრულა პრესკონფერენცია გვარდიოლამ.

აი, ასეთი... მწამს ბარსელონა

მალაგაში გამარჯვებით მთელი გუნდი კმაყოფილი დარჩა. "ჩვენ ბოლო წუთამდე არ მოვდუნებულვართ, ბურთს ვაკონტროლებდით, იერიშებს არ ვანელებდით, რიტმს ჩვენ ვკარნახობდით. ასე კი უფრო იოლია მიზნის მიღწევა. ამ სეზონში სტუმრად მოგებები გვიჭირდა, ხშირად მინიმალური ანგარიშით თუ ვიმარჯვებდით. აი, სწორედ ასეთი საგარეო გამარჯვება გვჭირდებოდა", - განაცხადა ჟერარდ პიკემ.

"ბევრი ქულა დავკარგეთ სტუმრად, მაგრამ დღეს ყველაფერი კარგად იყო, ძალიან იოლად მოვიგეთ რთულ სტადიონზე, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ, ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით", - განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა.

ისკოს კუთხური ვალდესმა საოცარი ნახტომით მოიგერია: "არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სეივი კარიერაში, მაგრამ მე ყოველთვის ვცდოლობ გუნდს გამოვადგე", - განაცხადა ვიქტორ ვალდესმა.

კლასიკო: ჩავი რეკორდთან

გუშინ ბარსელონაში დაიწყო "სამეფო თასის" საპასუხო მეოთხედფინალის დარჩენილი ბილეთების გაყიდვა - ოთხშაბათს "კამპ ნოუს" ხომ მადრიდის "რეალი" ეწვევა.

მართალია, "ბარსა" უკვე აშკარა ფავორიტია ამ დაპირისპირებაში, რადგან პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოიგო. თუკი ოთხშაბათს ჩავი კლასიკოს ითამაშებს, ის ლეგენდარული ჟოან სეგარას რეკორდს გაიმეორებს. სეგარამ 1949-დან 1964 წლამდე 31 კლასიკოში მიიღო მონაწელეობა. ჩავის უკვე 30 კლასიკო მოუგროვდა. სეგარას "ბარსელონაში" "დიდ კაპიტნად" მოიხსენიებიენ. ის გამორჩეული ტექნიკის ნახევარმცველი იყო, რომლის ერთ-ერთ ღირსებას სამართლიანი თამაშის პრინციპი შეადგენდა.

ანდრესი ბოსს გაუთანაბრდა

"მალაგასთან" მატჩი 384-ე იყო ანდრეს ინიესტას ბარსელონურ კარიერაში. ახლა ამ მაჩვენებლით ინიესტა ხოსეპ გვარდიოლას და ყოფილ გოლკიპერ ანტონიო რამალიეტსს გაუთანაბრდა. ახლა ანდრესი მე-12 ადგილზეა "ბარსელონას" მაისურით ყველაზე მეტ მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა შორის. სხვათა შორის, "მალაგასთან" მან ბრწყინვალედ ითამაშა - 72 წუთში (მერე შეცვალეს) 78-დან 71 ზუსტი პასი გააკეთა. ინიესტასთვის ეს მეათე სეზონია "ბარსელონაში".

ფონტასი 6 თვეში

"ბარსელონას" ახალგაზრდა მცველმა ანდრეუ ფონტასმა შაბათს ართროსკოპიული ოპერაცია გაიკეთა მუხლის მყესებზე. ოპერაცია დოქტორებმა, კუგატმა და პრუნამ გააკეთეს. მათი თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ფონტასს საკმაო ხანს ვერ ვიხილავთ მოედანზე - ასეთი ოპერაციის შემდეგ აღდგენის პროცესს 6 თვე მაინც სჭირდება.

აქვე ექიმებმა მედიას აუწყეს, რომ დავიდ ვილიას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა ზუსტი თარიღის დასახელება, როცა ვილია თამაშს შეძლებს. თებერვალში ვილია უკვე მოედანზე ვარჯიშებზე გადაერთვება. შეგახსენებთ, რომ ფონტასი 12 იანვარს "ოსასუნასთან" მატჩის პირველ ტაიმში დაიმტვრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

"ბარსელონას" ქამბექი - ფლიკის გუნდმა "რეალთან" სხვაობა შეამცირა

ვალვერდემ ლუნინს "რეალის" დატოვება ურჩია

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე