"დალას მავერიქსის" ლიდერმა აღიარა, რომ გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ცუდი იდეა იყო

"დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ცუდი იდეა იყო და მას კალათბურთისგან დასვენება მართებდა.

"თუ გადავხედავთ შარშანდელ წელს, შემიძლია ვთქვა, რომ ევრობასკეტზე გამოსვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ასე ჩემი ქვეყნის გამო მოვიქეცი. ამან უარყოფითად იმოქმედა სეზონისთვის მზადების პროცესზე. ვარჯიში ნოემბერის ბოლოს დავიწყე.

ჯერჯერობით, ყოველი კვირა ჩემთვის საწვრთნელი ბანაკივითაა, რომელსაც ფორმის ასაკრეფად ვიყენებ. ბევრი ამბობს, რომ ძველებურად ვეღარ ვთამაშობ. მაგრამ მე მალე დავბრუნდები", - ამბობს ნოვიცკი.

როგორც ESPN-ის ვებგვერდი იუწყება, "ატლანტას" ცენტრი ელ ჰორფორდი, შესაძლოა, მოთამაშეთა პროფკავშირის ახალი პრეზიდენტი გახდეს. დღეს ეს პოსტი "ლეიკერსის" მცველს დერეკ ფიშერს უკავია, რომელიც 2009 წელს ოთხი წლით აირჩიეს.

"ატლანტას" მცველი კირკ ჰაინრიხი, რომელმაც მარცხენა მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო მიმდინარე სეზონში 17 მატჩი გამოტოვა, თითქმის მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად.

კალათბურთელს იმედი აქვს, რომ თავის გუნდს ხუთმატჩიან გასვლით ტურნეში შეუერთდება, რომელიც "მილუოკისთან" მატჩით იწყება.

ჰაინრიხმა "ვაშინგტონიდან" "ატლანტაში" გადასვლის შემდეგ ახალ კლუბში 24 მატჩი ჩაატარა და აქედან 22-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. მისი საშუალო მაჩვენებელები "ჰოქსში" 10.2 ქულასა და 4.0 შედეგიან პასს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა