როგორც მოსალოდნელი იყო, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა
როგორც მოსალოდნელი იყო, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა.

მონტეკარლოს ოთხდღიანი ეტაპის განმავლობაში მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი მუდმივად ზრდიდა უპირატესობას კონკურენტებთან, თანაც ყველაზე სახიფათო მეტოქეები ავარიის გამო ეთიშებოდნენ ბრძოლას, როგორც ეს ფინალ ლატვალასა და ფრანგ ოჟიეს მოუვიდათ.

საბოლოოდ, ლოების უპირატესობამ მეორე ადგილზე გასულ დანი სორდოსთან 2 წუთი და 45 წამი შეადგინა. მეორე პოზიციისთვის ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იყო და სორდომ ფინიშზე მხოლოდ 19 წამი აჯობა მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონ პეტერ სოლბერგს. სხვათა შორის, სოლბერგისთვის ეს პირველი პოდიუმია მონტე კარლოს რალიზე, ლოებმა კი მეექვსედ მოიგო ეს კლასიკური ეტაპი, სულ მსოფლიოს ჩემპიონატში 68 გამარჯვება დაუგროვდა.

ასევე აღსანიშნავია სოლდოს მიღწევა. ის "მინის" კლასის მანქანით გამოდის და ამ მარკას 1967 წლის შემდეგ არ ღირსებია რალის მსოფლიოს ჩემპიონატში პოდიუმი.

13-ეტაპიანი ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი იქნება - შვედეთის რალი, რომელიც 9-12 თებერვალს კარლსტადში ჩაივლის.

მონტე კარლოს რალი

1. სებასტიან ლოები (Citroen) - 4:32.39,9; 2. დანი სორდო (Mini) - +2.45,5; 3. პეტერ სოლბერგი (Ford) - +3.14,1; 4. მიკო ჰირვონენი (Citroen) - +4.06,8; 5. ევგენი ნოვიკოვი (Ford) - +6.03,4; 6. ფრანსუა დელეკური (Ford) - +7.47,9; 7. პიერ კამპანა (Mini) - +8.31,4; 8. ოტ ტანაკი (Ford) - +10.34,6; 9. მარტინ პროკომი (Ford) - +16.10,7; 10. არმინდუ არაუჟუ (Mini) - +16.16,6...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (Citroen) - 28 ქულა; 2. დანი სორდო (Mini) - 18; 3. პეტერ სოლბერგი (Ford) - 15; 4. მიკო ჰირვონენი (Citroen) - 14; 5. ევგენი ნოვიკოვი (Ford) - 11; 6. ფრანსუა დელეკური (Ford) - 8; 7. პიერ კამპანა (Mini) - 6; 8. ოტ ტანაკი (Ford) - 4; 9. მარტინ პროკომი (Ford) - 2; 10. არმინდუ არაუჟუ (Mini) - 1...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად