ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"პიტსბურგი" და "ვაშინგტონი" აგრძელებენ ბრძოლას პლეი ოფის საგზურისთვის. მათ მორიგ შეხვედრაში ფავორიტად "პინგვინები" მიიჩნეოდნენ, რომლებიც ზედიზედ ხუთი მოგებით მივიდნენ ამ მატჩამდე, თანაც ბრწყინვალედ ათამაშდა ევგენი მალკინი, რომელიც უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

"ვაშინგტონისთვის" მატჩი კატასტროფულად დაიწყო. მეხუთე წუთზე პირველი გაძევება მიიღო დენის უაიდემანმა და "პინგვინზმა" რიცხობრივი უპირატესობის გამოსაყენებლად რვა წამი იკმარა. სტუმრებმა ვერ გაიტანეს შაიბა საკუთარი ზონიდან და კრის ლეტანგმა შორეული დარტყმით აიღო მიხალ ნოივირტის კარი. ზუსტად ერთ წუთში მალკინმა მოიგო ჩაგდება და შაიბა დასარტყმელად ჯეიმს ნილს მიაწოდა - 2:0. "ვაშინგტონმა" მთლიანად ჩააგდო საწყისი 20 წუთი და გაუმართლა, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგო პერიოდი.

მეორე პერიოდში კი სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ხისტი თამაში წავიდა, რაც "ვაშინგტონს" აძლევდა ხელს. თან, მასპინძელთა რიგებში იმატა გაძევებებმა და ერთ-ერთი ასეთი მომენტისას ლეიჩმა გაათანაბრა ანგარიში. ეს კომბინაცია ალექსანდრ ოვეჩკინმა დაიწყო და მანვე სამი წუთის შემდეგ თანამემამულე ალექსანდრ სიომინსაც გაატანინა - 2:2.

სტუმრებმა გააგრძელეს შეტევები და ოვეჩკინმა თავადაც გაიტანა, მაგრამ საქმეში მალკინი ჩაერია, რომელმაც მეტოქის ყველა მცველი მოატყუა და საგოლე პასი გაუკეთა ნილს - 3:3.

დაინიშნა ოვერტაიმი და ბოლო სიტყვა იქ იმავე მალკინმა თქვა. ნილის დარტყმის შემდეგ ბარიერიდან ასხლეტილი შაიბა რუსმა მიიღო და ნოივირტს გაუტანა. "პიტსბურგმა" ექვსამდე აიყვანა მოგებათა სერია, მალკინმა კი სეზონში თავისი მონაგარი 58 ქულამდე აიყვანა და განიმტკიცა ლიდერობა ბომბარდირთა დავაში.

დღის ფაქტები

- ევგენი მალკინს ზედიზედ ექვსი მატჩია მინიმუმ ერთი შაიბა გააქვს მეტოქეთა კარში. რუსს ასეთი სერია სადებიუტო სეზონის პირველ ექვს მატჩში ჰქონდა (18 ოქტომბერი-1 ნოემბერი, 2006).

ამ სეზონში ზედიზედ ექვს შეხვედრაში შაიბები ასევე გაჰქონდათ ნეშვილელ პატრიკ ჰორნკვისტსა და ფილადელფიელ სკოტ ჰარტნელს.

- "პიტსბურგთან" მატჩში ოვეჩკინმა სეზონში მე-20 შაიბა გაიტანა. რუსს ვარსკვლავს NHL-ში თავის პირველ ხუთ სეზონში 33 მატჩზე მეტი არ სჭირდებოდა 20-შაიბიანი ზღვარის მისაღწევად, ერთხელ კი მხოლოდ 22 შეხვედრა იკმარა ამისთვის (2009-10). მაგრამ ოვეჩკინმა შარშანდელ სეზონში 53 და წელს 47 მატჩში მიაღწია 20-გოლიან ზღვარს.

პიტსბურგი-ვაშინგტონი 4:3 (ო)

2:0, 0:2, 1:1, 1:0

გოლები: 1:0 ლეტანგი-5, 2:0 ჯ. ნილი-25 (მალკინი-31), 2:1 ლეიჩი-9 (უაიდემანი-25, ოვეჩკინი-18), 2:2 სიომინი-12 (მ. პერო-5, ოვეჩკინი-19), 2:3 ოვეჩკინი-20 (სიომინი-15, მ. პერო-6), 3:3 ჯ. ნილი-26 (მალკინი-32, ორპიკი-8), 4:3 მალკინი-26 (მარტინი-14, ჯ. ნილი-20).

თრილერი ფილადელფიაში

საინტერესო მატჩი გაიმართა ფილადელფიაში, სადაც ადგილობრივმა "ფლაიერზმა" უკვე მეორედ ამ სეზონში ექვსი შაიბა გაუშვა "ბოსტონისგან". მაგრამ ამჯერად "მფრინავებმა" ბოლომდე იბრძოლეს და ეს არ იყო ერთი თვის წინანდელი მატჩი, როცა "დათვებმა" 6:0 მოიგეს.

მაყურებელმა არა მარტო 10 შაიბა და ბულიტების სერია, არამედ მეტად ძალისმიერი ორთაბრძოლა იხილა, რომლის შედეგი იყო ჯამში 68 საჯარიმო წუთი.

პირველი პერიოდის შემდეგ "ბოსტონი" სეგუინის, ბერჟერონისა და ლუჩიჩის გოლებით კომფორტულად იგებდა - 3:1, მაგრამ პირველი შესვენების შემდეგ მხოლოდ ერთი ადამიანი იტანდა გოლებს - ჰარტნელის ჰეთ-თრიკის წყალობით "ფილადელფიამ" წინ გასვლა მოახერხა.

"ბოსტონმა" მესამე პერიოდში არათუ შესძლო ანგარიშის გათანაბრება, არამედ დაწინაურდა კიდეც, მაგრამ მატჩი სამართლიანად ფრედ დასრულდა, ბულიტების სერიაში კი სტენლის თასის მფლობელს მოგება რეაქტიულმა სეგუინმა მოუტანა.

უცნაური მეტამორფოზა განიცადა "ანაჰაიმმა". დეკემბერში ამ გუნდმა ცხრიდან რვა მატჩი წააგო, იანვარში კი კალიფორნიელებმა იგივე რიცხვები დააფიქსირეს, ოღონდ პირიქით - რვა მოგება ბოლო ცხრა შეხვედრაში. ამასთან, ერთადერთი წაგება "იხვებს" ოვერტაიმში ჰქონდათ, რაშიც გუნდს ქულა ერგება. ბოლოდროინდელი წარმატებების მიუხედავად, გუნდი ჯერ მაინც შორს არის პლეი ოფის ზონისგან და ისევ არის ლაპარაკი რომელიმე ლიდერის სხვა გუნდში გაცვლაზე. ამჯერად, ჟურნალისტები "ბოსტონში", "დეტროიტში", "რეინჯერსში" ან "სან ხოსეში" უშვებენ ტეემუ სელიანეს.

"კოლორადოსთან" მატჩში სელიანემ ერთი საგოლე პასი მიითვალა, შედეგი კი სხვა ჰოკეისტებმა უზრუნველყვეს. ბობი რაიანმა დუბლი გაიფორმა, რითაც მიუახლოვდა NHL-ის სნაიპერთა ტოპ-ოცეულს. კიდევ ერთი გოლი გეტცლაფმა გაიტანა და "ანაჰაიმი" 3:0 დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა "კოლორადოს" თამაშის გადარჩენის შანსი მისცეს, თუმცა ორი გოლის გაშვების შემდეგ ჰილერმა ბრწყინვალედ ითამაშა. ამ მეკარემ ჯამში 45 დარტყმა მოიგერია.

ფილადელფია-ბოსტონი 5:6(ბ)

1:3, 3:0, 1:2, 0:0

გოლები: 0:1 პ. ბერჟერონი-15 (მარშანი-17, სეგუინი-24), 1:1 ტელბოტი-11 (ტიმონენი-27, ბრიზგალოვი-1), 1:2 სეგუინი-18 (პ. ბერჟერონი-26, პულიო-9), 1:3 ლუჩიჩი-17 (კრეისი-27, მაკუეიდი-4), 2:3 ჰარტნელი-23 (კ. ჟირუ-35, ტიმონენი-28), 3:3 ჰარტნელი-24 (კ. ჟირუ-36), 4:3 ჰარტნელი-25 (კ. ჟირუ-37, სიმონდსი-14), 4:4 კრეისი-11 (პევერლი-25, ლუჩიჩი-20), 4:5 გ. კემპბელი-6 (პეი-5, მაკუეიდი-5), 5:5 ტელბოტი-12 (მ. კარლი-20, კუტურიე-9).

ბულიტები გაიტანეს: კრეისი (ბოსტონი), კ. ჟირუ (ფილადელფია), სეგუინი (ბოსტონი).

ანაჰაიმი-კოლორადო 3:2

1:0, 0:0, 2:2

გოლები: 1:0 რაიანი-18, 2:0 გეტცლაფი-8 (სელიანე-30, ვიშნოვსკი-12), 3:0 რაიანი-19 (გეტცლაფი-26), 3:1 რ. ო'რაილი-14 (ლანდესკოგი-14), 3:2 ჰეიდუკი-12 (ლანდესკოგი-15, პ. შჩასტნი-17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!