საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია "ვიტესში" ვარჯიშობს. მართალია, ჰოლანდიაში სატრანსფერო...

ჟორდანია უდრის 1200 ახალ აბონემენტს

საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია "ვიტესში" ვარჯიშობს. მართალია, ჰოლანდიაში სატრანსფერო "ფანჯარა" დაიხურა, მაგრამ ეს შეზღუდვა გიორგის არ ეხება. "ჩელსიში" მისი ჩარიცხვის ამბავი მალე უნდა გადაწყდეს. ამის შემდეგ "ვიტესში" გაანათხოვრებენ და არნემელთა მთავარ გუნდშიც გადაიყვანენ.

როგორც გაცნობეთ, "ვიტესთან" კონტრაქტს თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრებსი ცენტრალური მცველი გურამ კაშია გააფორმებს. თუმცა კლუბი საქართველოსთან ურთიერთობას მხოლოდ კაშიათი და ჭანტურიათი არ ამთავრებს. "ვიტესის" მეპატრონე მერაბ ჟორდანია ქართულ საფეხბურთო სკოლებთან აქტიურ და საქმიან ურთიერთობებს გეგმავს, რათა ნიჭიერი ქართველ მოთამაშეებს ზრდის შანსი მისცეს და გზაზე დააყენოს. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი ტიპის კლუბის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ამდენად, შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა, "ვიტესი" ჩვენებურმა რომ შეიძინა.

საინტერესო ფაქტია: "ვიტესის" საშინაო მატჩებს საშუალოდ 12 ათასამდე მაყურებელი ესწრება. ჟორდანიას მისვლის მეორე დღეს სტადიონზე შესასვლელი დამატებითი 1200 აბონემენტი გაიყიდა და არნემში მძღოლებმაც იციან იმ ქართველი მოთამაშეების გვარები, რომელთა მიწვევაც გადაწყვეტილია.

გუშინ "ვიტესის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გურამ კაშიასა და ჭანტურიას ტრანსფერები დაადასტურა. როგორც დავადგინეთ, აარნემის კლუბში ოთხი ახალი ფეხბურთელია: 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი მარკ პედერსენი, შოტლანდიური "ჰართსისა" და განის ნაკრების 29 წლის ფორვარდი ლარი კინგსტონი (41 მატჩი და 6 გოლი ეროვნულ გუნდში), ლონდონის "არსენალსა" და "დერბი ქაუნთის" თავდამსხმელი ნასერ ბარაზიტი და გურამ კაშია.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ქართველ მცველზე წერს: "ახალწვეულებიდან ყველაზე ნაკლებად ცნობილი გურამ კაშიაა. ეს 23 წლის მცველი თბილისის "დინამოში" ახალგაზრდული ასაკიდან თამაშობს. იწვედნენ ეროვნულ ნაკრებში. "ვიტესმა" მასთან კონტრაქტი ოპციონის წესით - (1+1) გააფორმა. ის დროებით თბილისშია და ჰოლანდიაში სამუშაო ვიზას ელოდება".

"ვიტესის" პრესსამსახურმა ინფორმაცია გიორგი ჭანტურიაზეც გაავრცელა: "გიორგი ჭანტურია არნემშია და კლუბში ვარჯიშობს. ის "ბარსელონას" დუბლებში თამაშობდა და უახლოეს დღეებში "ბრიუგესთან" საკონტროლო შეხვედრისთვის ემზადება. კლუბის ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლეეუვენი ამბობს: "გიორგი მხოლოდ 17 წლისაა და ჯერ კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს, რადგან ჰოლანდიის შრომისა და შემოსავლების სამინისტრო 18-წლამდელ არაევროკავშირელზე სამუშაო ვიზას არ გასცემს".

თუმცა ამ ინფორმაციის შინაარსიდან ჩანს, რომ კლუბი ქართველის პრობლემის მოგვარებას ყველანაირად ცდილობს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა