ამ დილით ქართველ ტყვიის მსროლელთა ჯგუფი მიუნხენში გაფრინდა, სადაც 26-28 იანვარს იქაურ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს
ამ დილით ქართველ ტყვიის მსროლელთა ჯგუფი მიუნხენში გაფრინდა, სადაც 26-28 იანვარს იქაურ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს.

ეს შეჯიბრება მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება, ჩვენგან კი მასში ქალთა შორის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ნინო უჩაძე გამოვლენ, ვაჟებში ლევან ქადაგიძე იასპარეზებს. ბიჭებში ომარ სანოძე ისვრის, ამავე ასაკის გოგოებში კი ნინო ფანჩულიძე, ანა გაგილაძე და მარიამ ბლუაშვილი მოსინჯავენ ძალებს.

მიუნხენის ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითია სროლის სამყაროში. ის ამავე დისციპლინაში - პნევმატური იარაღიდან სროლაში გასამართი ევროპის პირველობის წინ ტარდება და მონაწილენი მოსამზადებლად იყენებენ, თუმცა რადგან სეზონის პირველი ტურნირია, არაევროპელებიც ყოველთვის გამოდიან. ერთი სიტყვით, ხელსაყრელი კალენდარის გამო მიუნხენში მუდამ ძლიერი შემადგენლობა იკრიბება ხოლმე. წინასწარი მონაცემებით, წლეულს 45 ქვეყნის ნაკრები უნდა გამოვიდეს. გაიმართება ორი ტურნირი, მონაწილეებს მეტი სტარტი რომ მიეცეთ.

ჩვენი გუნდის შვიდეული 14-20 თებერვალს ფინურ ვირუმაეკიში გასამართ ევროპის ჩემპიონატშიც იასპარეზებს. ამიტომ ისინი ტურნირის დასრულების შემდეგაც გერმანიაში დარჩებიან შეკრებაზე, ოღონდ ბავარიის მხარიდან უფრო ჩრდილოეთით, ვესტფალიაში გადაინაცვლებენ და დორტმუნდის სიახლოვეს ქალაქ ბასუმში მოემზადებიან.

იქ მათ მასპინძლობას კვლავაც თბილისიდან გადასახლებული მწვრთნელი არტურ გევორქია ნი გაუწევს, რომელიც უკვე ლამის 20 წელიწადია იქ ცხოვრობს და მწვრთნელად მუშაობს. ჩვენებს ადრეც ხშირად მიუმართავთ მისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ღია სასროლეთია და ზუსტად იმ პირობებში ემზადებიან, რაც ასე აკლიათ საქართველოში, გევორქიანი, როგორც მასპინძელი, ადრეც ვწერდით, კარგი მენეჯერივით აგვარებს ყველა საჭირო საკითხს, რაც ნორმალურად ვარჯიშისა და ადგილზე ცხოვრებისთვისაა საჭირო.

ბასუმში ქართველები ორკვირიან შეკრებას გაივლიან, 13 თებერვალს კი ფინეთში გადავლენ და ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან. იქ ჩვენებურთაგან ყველაზე ადრე სანოძე ისვრის - 16 თებერვალს. მეორე დღეს ცეცხლის ხაზზე გოგოების გუნდი დადგება, 18-ში ქადაგიძე იასპარეზებს, სალუქვაძე და უჩაძე კი 19-ში ჩაებმებიან შეჯიბრებაში.

მისასალმებელია, რომ ჩვენებს ევროპაში ამდენი ხნით და ისიც ასე მოზრდილი გუნდით წასვლის საშუალება მიეცათ, თორემ იყო დრო, სალუქვაძეს ძლივს აფინანსებდნენ და ხშირად ისიც მწვრთნელი მამის - ვახტანგ სალუქვაძის გარეშე წასულა. აქ ქუთაისის სასპორტო სკოლასაც ნუ დავუკარგავთ თავისას, რომელმაც სპორტში მობრუნებული უჩაძე დააფინანსა. სასიამოვნოა, რომ ზემდგომთ ამჯერად ახალგაზრდებზეც იზრუნეს და უფროსების გარდა ისინიც ფართოდ ჩართეს გუნდში.

ეს საჭიროა, ვინაიდან გოგოებს ნამდვილად აქვთ პერსპექტივა. შეგახსენებთ, რომ შარშან ფანჩულიძემ რამდენჯერმე ისეთი შედეგი აჩვენა, რომლითაც უფროსებშიც კი შეიძლება ფინალზე ფიქრი, ხოლო გუნდურ პირველობაში მედლების მოპოვების შანსი ერთი-ორად გვეზრდება.

მართალია, წლეულს მან საგრძნობლად მოუკლო, მაგრამ ამის მიზეზი სტუდენტობით გამოწვეული მოუცლელობაა, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაზეც ზრუნავენ. საბედნიეროდ, შედეგებს სხვებმაც მოუმატეს და არა მხოლოდ გოგოებმა. ახლა მათ მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდებათ განვითარებისთვის, უპირველესი საჭიროება ღია სასროლეთია, რასაც არა და არ დაადგა საშველი. ხელისუფლებამ, ფედერაციამ, დედაქალაქის მერიამ თუ ოლიმპიურმა კომიტეტმა იქნებ ამ წელს მაინც გადაჭრას ეს პრობლემა.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ წლეულს სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატი აღარ გაიმართება, რადგან ოლიმპიადის სეზონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება