გუნდიდან გაშვებულ მცველს რომ ეგონა, უზბეკეთში საქმე მოაგვარა, "ტორპედომ" კომპენსაცია მოითხოვა
თენგიზ ჩიკვილაძე ქუთაისის "ტორპედოდან" დეკემბერში გაუშვეს. 28 წლის გამოცდილი მცველი უზბეკეთში წავიდა, გუზორის "შურტანში" ივარჯიშა, მოეწონათ და გუნდის ხელმძღვანელებს კონტრაქტის პირობებზეც დაელაპარაკა.

მაშინ ეგონა, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულად ყოფილა.

"ვიცოდი, რომ ქუთაისის "ტორპედო" მიშვებდა. გია გეგუჩაძემ მითხრა, ხელს არ შეგიშლით, ახალი გუნდის მოძებნაში დაგეხმარებით და შენითაც სცადეო. ამიტომაც ჩავედი უზბეკეთში, გუნდს ყველაფერზე მოველაპარაკე და კონტრაქტზე შევთახმდით.

ისიც გადაწყდა, რომ "შურტანთან" ერთად დუბაიში მოვემზადებოდი და წასასვლელად ვემზადებოდი. მაგრამ ბოლო მომენტში ქუთაისის "ტორპედომ" გათავისუფლების ფურცელი არ მომცა.

როდესაც დავინტერესდი, აღმოჩნდა, რომ "ტორპედო" ფულს ითხოვდა და უკომპენსაციოდ არ მიშვებდა. უზბეკებმა ამაზე უკან დაიხიეს, მაგ ფასად სამ ფეხბურთელს მოვიყვანთო და ტრანსფერი ჩაიშალა", - ამბობს ჩიკვილაძე.

მისი თქმით, სხვა წინადადებებიც აქვს, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რას იტყვის "ტორპედო":

"სხვა შემოთავაზებები ქართული გუნდებისგან მივიღე. ახლა ვარკვევ, როგორ წავალ კლუბიდან, უფასოდ თუ იჯარის თანხას მოითხოვენ - ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. წამოსვლის მიუხედავად, "ტორპედოს" ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და არა მგონია, ხელი შემიშალონ. თუმცა ჯერ გაურკვევლობაში ვარ და პასუხს ველი".

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩიკვილაძის ნათესავი, "შურტანის" ყოფილი მეკარე მიხეილ ალავიძე გუნდიდან იმიტომ წამოვიდა, რომ უზბეკეთის ჩემპიონატში ლეგიონერი მეკარეების თამაში აკრძალეს და 24 წლის კიპერი თამაშგარეთ დარჩა.

თუმცა ალავიძე უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა და ორიოდე დღის წინ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა. აჭარელები ამჟამად პირველი ლიგის "ა" ზონაში ლიდერობენ, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ ტურნირში მონაწილეობა გარანტირებული აქვთ და ძლიერდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა