"ინტერის" ფეხბურთელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და გათქვა, რომ დიდი სურვილი აქვს კარიერა ფრანგულ პსჟ-ში გააგრძელოს
ტიაგო მოტამ "გაძეტა დელო სპორტთან" საუბარში ერთობ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და გათქვა, რომ დიდი სურვილი აქვს კარიერა ფრანგულ პსჟ-ში გააგრძელოს. მოულოდნელი კი ეს კომენტარი იმად გახლავთ, რომ სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, მოტა "ინტერში" კარიერის დასრულებაზე ემოციამოძალებული საუბრობდა. როგორც ჩანს, დროის მცირე მონაკვეთში ბევრი რამ შეიცვალა და ამაში ფეხბურთელის კომენტარი დაგარწმუნებთ:

"ვიცი, რომ ფრანგებს ჩემი გადაბირება სურთ და "ინტერის" მესვეურებთან აქტიურ მოლაპარაკებებში არიან ჩაბმულნი. ეს თვით მასიმო მორატიმ გამანდო და მკითხა, მსურდა თუ არა პსჟ-ში გადაბარგება. მიუხედავად იმისა, რომ "ინტერში" თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ, ახალი გამოწვევების სურვილი მაქვს და ამის შესახებ მორატისაც ვუთხარი. იმედი მაქვს, კლუბებს შორის შეთანხმება შედგება და კარიერას ფრანგულ კლუბში გავაგრძელებ. მით უმეტეს, პარიზი ჩემი ოცნების ქალაქია, სადაც ყოველთვის მინდოდა ცხოვრება".

ერთი სიტყვით, ტიაგო მოტას პსჟ-ში გადაბარგების ალბათობა საკმაოდ დიდია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საგულისხმოა, რომ "ინტერი" შესაძლოა კიდევ ერთმა ნახევარმცველმა, სალი მუნტარიმ დატოვოს და კარიერა "ჯენოაში" გააგრძელოს. გენუური კლუბის პრეზიდენტმა თავდასხმის ხაზი საგრძნობლად გააძლიერა და სურს, რომ ერთი-ორი მაღალი კლასის მოთამაშე შუა ხაზსაც წაახმაროს - მოვუსმინოთ ენრიკო პრეციოზის:

"მასიმო მორატისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედია, რომ სალი მუნტარის გადაბირებას შევძლებთ. ფაქტია, რომ კლაუდიო რანიერი აფრიკელს არ წყალობს და მასაც მუდმივად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. ამიტომ, ურჩევნია, რომ ჩვენთან წამოვიდეს და სათამაშო პრაქტიკასაც მიიღებს. ამ საკითხზე ძალიან მალე მორატისთან ვაპირებ დალაპარაკებას და ვფიქრობ, რომ შეთანხმებამდე მისვლა არ გაგვიჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა