საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიდერი "ტულუზი" საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭით გაძლიერდა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიდერი, ამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ევროპული რაგბის გრანდი "ტულუზი," საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭით, ჯაბა ბრეგვაძით გაძლიერდა.

ქართველი მორაგბის ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის საკითხი მას შემდეგ გადაწყდა, რაც სპეციალური ტესტები ჩააბარა. ბრეგვაძე უკვე მომავალ უქმეებზე ითამაშებს "ტულუზის" შემადგენლობაში "მეტრო რასინგთან" მატჩში. "ტულუზის" ხელმძღვანელებმა ის ევროთასების განაცხადშიც შეიყვანეს.

ჯაბა ბრეგვაძე 24 წლისაა და თბილისის "ყოჩების" აღზრდილია. შარშან სეზონის დასაწყისში "არმიაში" გადაბარგდა. ეროვნულ ნაკრებში 17 კეპი აქვს მოხვეჭილი. ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსანთა" ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ჯგუფური ტურნირის ოთხივე შეხვედრაში იასპარეზა.

ამ ოთხი შეხვედრიდან ბრეგვაძე სამში ძირითად შემადგენლობაში იყო, ბოლო მატჩში არგენტინის ნაკრებთან კი თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო.

ის ზრდილი, შრომისმოყვარე და როგორც ქართული რაგბის თემს შეეფერება, ღირსეული პიროვნებაა. იმედია, მისი კარიერა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ხანგრძლივი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ტულუზმა" "სამედიცინო ჯოკერის" პრინციპით იანვრის დასაწყისში შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე აიყვანა. "გლობუსამ" მხოლოდ ორ შეხვედრაში იასპარეზა და იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ მინიმუმ ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს. "ტულუზის" მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ გადაწყვიტა კიდევ ერთი "სამედიცინო ჯოკერის" დამატება და თვალი მეორე ქართველს ჯაბა ბრეგვაძეს დაადგა.

აღსანიშნავია, რომ "ტულუზის" ხელმძღვანელობა ბოლო ხანს აქტიურადაა დაინტერესებული ქართველი მორაგბეებით. წინასწარი შეთანხმება კონტრაქტის გაფორმების თაობაზე უკვე ერთ თვეზე მეტია მიღწეულია კიდევ ერთ ქართველთან, შერკინების ბურჯ ვასილ კაკოვინთან, რომელიც ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტარულ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბრივში" თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nunuka deida
მაგრად იყავი. ბევრს გკოცნიიიი
giorgi
ჯაბა მაგარი იყავი ყოველთვის და მაგარი ხარ. სულ წარმატებები გქონდეს.უფალი გფარავდეს!
omar korgazakhia
გენაცვალე ჯაბა აბა შენ იცი წარმატებები!!!
sandro samkharadze
გილოცავ ჯაბა!ძაან მაგარ გუნდში გადავიდა.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა