ლაშა სალუქვაძე გორის "დილასთან" მოლაპარაკებებს ანთალიაში გამართავს
ორშაბათს, 23 იანვარს რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადავო საკითხების პალატამ ქართველი ფეხბურთელები "ვოლგას" ტყვეობიდან დაიხსნა.

განიხილეს "ვოლგას" ფეხბურთელების, გოგიტა გოგუას, ლაშა სალუქვაძისა და გოჩა ხოჯავას სარჩელი - ისინი კლუბისგან შვიდი თვის დავალიანების გასტუმრებასა და კონტრაქტების გაწყვეტას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ "ვოლგა" ქართველებს დავალიანების დეკემბერში გასტუმრებას და თავისუფალი აგენტის სტატუსს შეჰპირდა.

მაგრამ, ფიფას წესებით, თუ კლუბი ხელფასს ორ თვეზე მეტ ხანს არ იხდის, კონტრაქტი უქმდება, კლუბი კი ფინანსური ვალდებულებისგან არ თავისუფლდება.

სადავო საკითხების პალატამ დაადგინა: აეკრძალოს "ვოლგას" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია მანამდე, სანამ არ გაისტუმრებს სალუქვაძის, გოგუასა და მიხეილ მისინის სახელფასო დავალიანებას.

"ჩვენ არ უარვყოფთ დავალიანებას ზოგიერთი მოთამაშის მიმართ. ამავე დროს კლუბსა და ფეხბურთელებს შორის გარკვეული უთანხმოებებიც არსებობდა. დავის ნაწილი საჩვენოდ გადაწყდა, ნაწილიც - მოთამაშეთა სასარგებლოდ. მთლიანობაში კმაყოფილნი ვართ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც დადგენილ ვადებში შევასრულებთ" - უთხრა " "სპორტ-ექსპრესს" ვოლგას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ანისიმოვმა.

მეტი არაფერია ცნობილი, გამოცხადდა თუ არა კონტრაქტები ბათილად, რატომ არ დაკმაყოფილდა ხოჯავას მოთხოვნა? შევიტყვეთ, რომ გოგუამ გათავისუფლების ფურცელი უკვე მიიღო, სალუქვაძისა და ხოჯავას საკითხი კი გაურკვევლი იყო.

გუშინ ლაშა სალუქვაძეს დავუკავშირდით და ამ ყოველივეზე კომენტარი ვთხოვეთ.

- გაუგებარი დარჩა, დავების პალატამ "ვოლგასთან" კონტრაქტი გაგიწყვიტა?

- დავა მოვიგეთ და, ცხადია, გათავისუფლების ცნობას მივიღებ.

- საკითხის გარკვევამდე სად ვარჯიშობდი?

- ვერც კონტრაქტს ვაფორმებდი და ვერც სხვა გუნდთან ვვარჯიშობდი, ამიტომ ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

- პალატის გადაწყვეტილებაში ხოჯავა ნახსენები არ იყო, ანუ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილეს?

- მასაც გაათვისუფლებენ და სახელფასო დავალიანებასაც გადაუხდიან.

- "ვოლგას" ყოფილმა პრეზიდენტმა გოიხმანმა თქვა, ქართველთა სამეული დუბლებში ეროვნების გამო გადაიყვანესო.

- სამწუხაროდ, მეც ასე მგონია. "ვოლგას" პრეზიდენტი შეეცვალა და ახალი ხალხი უნდოდათ. თანაც, გოიხმანი შვილებივით გვეფარებოდა, ჩვენც დიდ პატივს ვცემდით და ესეც გახდა ჩვენი გაშვების მიზეზი.

არადა, რა კარგად დავიწყეთ ჩემპიონატი, გუნდი თამაშობდა და რა უნდოდათ, ვერ გავიგეთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორია უხელფასოდ შვიდი თვე ცხოვრება? ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სხვებს მისცეს და ჩვენ არა.

- სად, რომელ გუნდში ითამაშებ?

- ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით. ანთალიაში ჩავალ "დილასთან" და დავილაპარაკებთ. იქ დაინტერესებული გუნდები ჩამოდიან, მაგრამ, ალბათ, ხუთი თვე აქ დავრჩები.

- უცხოეთიდან რეალური წინადადება არ გაქვს?

- თიაქარის ოპერაცია გავიკეთე, ხუთი თვეა, უთამაშებელი ვარ და ფორმის აღსადგენად დროებით დარჩენა, შესაძლოა, სჯობდეს კიდეც. ახლა ჩემთვის მთავარი ისაა, ვითამაშო და ფორმა აღვიდგინო.

- "დინამო" საბოლოოდ გამოირიცხა?

- დაინტერესება იყო, მაგრამ დავის გამო კონკრეტულ პასუხს ვერ ვეუბნებოდი და გუნდი ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ilia
რუსებმა კარგი ფეხბურთელი სხვა ქვეკანაში თუ არ გაგიფუჯა შენ ფულზე დახარბებული სად მიძვრები ჭკუა არ გაქ თავში?
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა