ფოთის სარაგბო სკოლის დამფუძნებელი ამჟამინდელი გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს
ფოტოზე: საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ვილანს დაჟენის" მოთამაშე დიმიტრი ბასილაია ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილია

შავიზღვისპირა ქალაქ ფოთში, რომელიც ქართული ფეხბურთის აკვნად ითვლება, სარაგბო სკოლა 1998 წელს გაიხსნა და დღემდე ამ სკოლაში მისი დამფუძნებლის, ამირან შავგულიძის ხელმძღვანელობით ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის არაერთი მოთამაშე აღიზარდა.

ფოთში სარაგბო სკოლის დაარსებას, დროთა განმავლობაში რაგბის კლუბის შექმნაც მოჰყვა. "კოლხი რაინდები" უკვე მერამდენე წელიწადია საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობენ.

ფოთური რაგბის ისტორიასა და ამჟამინდელი გუნდის სამომავლო გეგმებზე ამირან შავგულიძე გვესაუბრება.

- ფოთში ქუთაისიდან 1998 წელს ჩავედი. მინდოდა იქ სარაგბო სკოლა გამეხსნა. შევხვდი ქალაქის მერიის სპორტის კომიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელს, აწ განსვენებულ ოთარ ხომერიკს, რომელიც ამ იდეას ძალიან ყურადღებით მოეკიდა. მან დიდი დახმარება გამიწია და ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ ფოთში დღეს რაგბის თამაშობენ.

ისიც ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ფოთელებმაც გულთბილად მიმიღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქში, სადაც რაგბის ჩანასახიც კი არ იყო, სკოლის დაარსება და ფუქციონირება ძალიან გაგვიჭირდებოდა.

- კონკრეტულად რაში გამოიხატა მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება?

- სარაგბო სკოლა მერიასთან დააფუძნდა და მისი გამართულად საქმიანობისთვის თანხა გამოიყო. ამასთან მოგვცეს სავარჯიში ბაზა, რომელიც ჩვენი ხელით მოვაწყვეთ. ეს ბაზა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოა დასავლეთ საქართველოში.

- შესაბამისად, გასაკვირი არცაა, რომ თქვენი სკოლის აღზრდილები საქართველო ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში უხვად არიან წარმოდგენილები.

- ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენი სკოლის აღზრდილებიდან დიმიტრი ბასილაიამ მიაღწია. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში იასპარეზა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბასილაია ამჟამად ფრანგულ "ვალანს დაჟენში" ასპარზობს და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სეზონის დასრულების შემდეგ შოტლანდიურ "ედინბურგში" უნდა გადაბარგდეს. ასე რომ, ის საკლუბო დონეზეც უმაღლესი რანგის ტურნირში, კლეტთა ლიგაში იასპარეზებს.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ასევე ზურაბ ჟვანია, რომელიც ამჟამად ქუთაისის "აიას" მორაგბეა და საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, პარიზულ "სტად ფრანსეში" გადადის. საფრანგეთში, ელიტური მეორე დივიზიონის "ტარბში" თამაშობს ჩვენი სკოლის კიდევ ერთი აღზრდილი ირაკლი მირცხულავა.

სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ ირაკლი კუჭუხიძე, ზურაბ ნაჭყებია, მერაბ მატკავა, ზურაბ ხარებავა და გიორგი ჯღამია. საქართველოს სხვადასხვა კლუბებშიც ბევრი ფოთელია, მათ შორის ბექა ადანაია და ბაჩო ყალიჩავა.

- როგორც აქ წარმოდგენილი მორაგბეების სიიდან ჩანს, "კოლხი რაინდების" მთავარი პრობლემა მოთამაშეების ადგილზე დაკავებაა.

- ფოთში ეს პრობლემა მარტო ჩვენ არ გავწუხებს. ეს საერთო გასაჭირია. ქალაქის მერია გარკვეულ თანხას კი გამოჰყოფს ჩვენ დასახმარებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მორაგბეებს თუნდაც ელემენტარული პირობები რომ შევუქმნათ, ფაქტობრივად ეს ფულიც და შრომაც წყალში გადაყრილი გამოდის.

- ასერ რატომ მიგაჩნიათ?

- იმიტომ, რომ სკოლის დასრულების შემდეგ მორაგბემ სადმე ხომ უნდა ითამაშოს, თუ სხვა გუნდში ვერ გადავიდა, ფაქტობრივად, ქუჩაში რჩება.

რადგან ჩვენთან ვეღარ ვათამაშებთ ცუდი პირობების გამო. თავად განსაჯეთ, როცა გასვლითი თამაში გვაქვს, მერია კვებისთვის კაცზე ექვს ლარს გვაძლევს. ეს ხომ მიზერული თანხაა. ამ ფულით მორაგბე ნორმალურად როგორ უნდა გამოიკვებოს. ტრანსპორტზე აღარაფერს ვამბობ. ამასაც დიდი გაჭირვებით ავუდივართ.

ისე გამოდის, რომ ყოვეელ წლიწადს მინიმუმ რვა მოთამაშეს ვკარგავთ. ცხადია, ის კლუბები, სადაც ისინი გადადიან კომპენსაციას კი გვიხდიან, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო თანხაა, რომ კლუბის პრობლემებს ვერ შველის.

აბა რაზე ვილაპარაკო, როცა 12 წელიწადია საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობ. ერთი სიტყვით, გუნდს გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება.

დამერწმუნეთ, ფოთს ძალიან დიდი სარაგბო პოტენციალი გააჩნია. ქუთაისის მერე ეს ქალაქი დასავლეთ საქართველოში მეორე სარაგბო ცენტრად შეიძლება გადაიქცეს და თუ მეტად დაგვეხმარებიან, შესანიშნავი გუნდიც გვეყოლება.

- სპონსორის მოძებნა არ გიცდიათ?

- სპონსორი არ გვყავს და არც არასდროს გვყოლია. მივმართეთ თხოვნით რამდენიმე კომპანიას, მაგრამ ვერავინ დავითანხმეთ. არ უნდათ სპორტში ფულის ჩადება. ეს მარტო რაგბის არ ეხება, ფოთში სპორტის ყველა სახეობა ამ დღეშია.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ისევ მერიამ უნდა მოგვხედოს. იმდენი მაინც უნდა შევძლოთ, რომ მოთამაშეებს ელემენტარული პირობები შევუქმნათ, რათა მათი ადგილზე დაკავება შევძლოთ, თორემ გადინების პროცესი არასდროს შეწყდება.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ფოთში მალე სარაგბო სტადიონის მშენებლობა დაიწყება.

- დიახ ასეა, პროექტი უკვე დამტკიცებულია და მშენებლები საქმიანობას უახლოეს დღეებში უნდა შეუდგნენ. ძალიან კარგი სპორტული კომპლექსი გვექნება. სტადიონი ორმოედნიანია, აქედან ერთი ხელოვნურსაფარიანი იქნება. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ეს ბაზა ექსპლუატაციაში შევა ფოთში რაგბის განვითარების ახალი ტალღა დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

omar korgazakhia
დზაან მაგარი ბიჭია დიმა და წარმატებები მას და ყველა ფოთელ მორაგბეს გაიხარეთ!!! იქნებ ვინმემ ითავოს და გვერდში დაუდგეს ამ ვაჟკაც ხალხს, ფოთი აუცილებლად გახდება სამეგრელოს სარაგბო ცენტრი!!!წ არმატებები!!! ბრედლის ძაან უნდა დიმას ედინბურგში გადაყვანა და ეს ალბათ სეზონის ბოლოს მოხდება რაც უპრეცედენტოა ქართული რაგბისთვის, ქართველი კელტთა ლიგაში, იქნებ ახალი ფანჯარაც გაიჭრას!!!
karlsoni
დიდი ამდლობა:)სუთიაშვილის სურათები მინდოდა და ალბათ იქნება ამავე საიტზე. გაიხარეთ:)
karlsoni
დიმიტრი ბასილაიას სურათები თუ გსურთ, აქ შეგიძლიათ იხილოთ: http://news.daylife.com/search/photos/1/grid?__site=daylife&q=dimitri+basilaiaავტორს ძალიან ვთხოვ იქნებ ამ სურათის ლინკი მითხრას რა:)სტატიაზე რა სურათიცაა:) მადლობა წინსაწარ:)
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია