კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ანთალიურ შეკრებაზე ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს
დღეს, გამთენიისას რუსთავის "მეტალურგი" ანთალიაში გაემგზავრა. მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი;

მცველები: ლაშა ჯაფარიძე, მიხეილ მახვილაძე, გივი კვარაცხელია, სევასტი თოდუა, დენის დობროვოლსკი, შალვა ექვთიმიშვილი, ლერი ხოხონიშვილი, გელა ოთარაშვილი;

ნახევარმცველები: გიორგი ქავთარაძე, ლუკა რაზმაძე, ირაკლი მაისურაძე, გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი გავაშელიშვილი, გიორგი თექთურმანიძე, რევაზ გეწაძე.

თავდამსხმელები: გიორგი ჭედია, ირაკლი სიხარულიძე, ირაკლი მოდებაძე, დიმიტრი ტატანაშვილი.

"მეტალურგში" ემზადება 24 წლის მარცხენა მცველი ლერი ხოხონიშვილი, რომელიც ადრე "თბილისში" თამაშობდა, შემდეგ კი რუსთავში გადაბარგებულ და "ოლიმპად" მონათლულ გუნდს გაჰყვა. გუნდში იმ სეზონში გამოდიოდა, როდესაც რუსთაველები პირველად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები. თუმცა პირველი წრის შემდეგ გიორგი კიკნაძე-ზაზა ზამთარაძის სამწვრთნელო დუეტი მოხსნეს და ხოხონიშვილი ტრანსფერზე დააყენეს.

მერე კიკნაძემ და ზამთარაძემ თბილისის "ლოკომოტივში" წაიყვანეს, ბოლოს კი თურქეთში თამაშობდა, იქ კი "მეტალურგის" მმართველმა დირექტორმა, ბუბა ტყავაძემ აღმოაჩინა და გუნდში დააბრუნა.

მეტალურგები თურქეთში ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ: 27 იანვარს ტირასპოლის "შერიფთან", 30-ში - ყაზახურ "ასტანასთან", 2 თებერვალს - რუმინულ "სპორტულთან", 5 თებერვალს კი, სავარაუდოდ, რუმინულ "ტარგუ მურეშთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა