ავსტრალიის ღია პირველობის ოფიციალური ვებგვერდის სტუმრებმა ყველა დროის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად გერმანელი მიიჩნიეს
ავსტრალიის ღია პირველობის ოფიციალური ვებგვერდის სტუმრებმა ყველა დროის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად გერმანელი შტეფი გრაფი მიიჩნიეს. გამოკითხულთა 43-მა პროცენტმა სწორედ ამ ჩოგბურთელს მიანიჭა უპირატესობა.

შეგახსენებთ, გრაფის აქტივში "დიდი სლემის" ტურნირებზე 22 გამარჯვება მოდის (ორით ნაკლები, ვიდრე ამ მაჩვენებლით რეკორდსმენ მარგარეტ კორტს აქვს).

გერმანელი 337 კვირის (აბსოლუტური რეკორდი) განმავლობაში ლიდერობდა მსოფლიოს რეიტინგს, აგრეთვე ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც მინიმუმ ოთხჯერ აქვს მოგებული "დიდი სლემის" თითო ტურნირი. 1988 წელს გრაფმა "ოქროს დიდი სლემი" მოიპოვა - სეზონის ოთხივე დიდი ტურნირი და ოლიმპიადა მოიგო.

ამ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელი მარტინა ნავრატილოვა. მან ხმების 29 პროცენტი დაისაკუთრა. ნავრატილოვას "დიდი სლემის" 18 ტურნირი აქვს მოგებული და რეკორდსმენია WTA-ში ტიტულების რაოდენობით (167).

საინტერესოა, რომ შტეფისა და მარტინას პირად დაპირისპირებაში ანგარიში თანაბარია - 9:9, მაგრამ "დიდი სლემის" ექვსი ფინალიდან ოთხი გამარჯვება გერმანელს დარჩა.

მესამე ადგილზე გავიდა ამერიკელი სერენა უილიამსი - 8.2 პროცენტი, მეოთხეზე - მარგარეტ კორტი 5.6 პროცენტით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა