ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თემურ მახარაძე: გორის "დილას" მიზანი საქართველოს თასია!

თემურ მახარაძე: გორის "დილას" მიზანი საქართველოს თასია!

გორელთა მთავარ მწვრთნელს ყველაზე მეტად გუნდის შეთამაშებისთვის საჭირო დროის სიმცირე აფიქრებს
თემურ მახარაძე უმაღლეს ლიგაში ყველაზე გამოცდილი და სტაჟიანი მწვრთნელია. 61 წლის სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ "დილა" მოფერიანდა, საგაზაფხულო ეტაპს კი ამ კლუბისთვის უჩვეულო ამბიციებით ხვდება - გორელებს ევროთასებზე ღირსეული თამაში სურთ.

"დილა" ანთალიაში მეორე შეკრების ჩასატარებლად ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: მირზა მერლანი, ბექა შეყრილაძე

მცველები: კახა ალადაშვილი, ილია ლომიძე, გიორგი ქარქუზაშვილი, შოთა კაშია, გიორგი ახვლედიანი, დავით მეგრელიშვილი, ვალტერ ხორგუაშვილი;

ნახევარმცველები: გიგა ბეჭვაია, ირაკლი ლექვთაძე, ნოდარ ნოზაძე, ლადო ჯოჯუა, რომან ახალკაცი, გიორგი ხუბუა, რეზო ჯიქია, ნიკა სადაღაშვილი, ბესიკ დეკანოიძე, გოჩა ხოჯავა, ლევან მდივნიშვილი.

თავდამსხმელები: რეზო ბარაბაძე, გიორგი ილურიძე, დავით ჩაგელიშვილი.

ანთალიაში გამგზავრებამდე თემურ მახარაძეს ვესაუბრეთ.

- როგორც ვიცით, სელექცია ჯერ არ დაგისრულებიათ.

- ასეა, სელექცია გრძელდება, მოთამაშეებს დღემდე ვაკვირდებით და მოსამზადებელ ეტაპს, საკონტროლო შეხვედრებს საამისოდ გამოვიყენებთ. ანთალიაში ბევრი მოთამაშე მიგვყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, ვინც ჩვენთან მოემზადება, გუნდში ყველა დარჩება.

ვინც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, წასვლა მოუწევს. ზოგიერთი ახალი მოთამაშეც თურქეთში დაგვემატება.

- ახლანდელი შემადგენლობა არ გაკმაყოფილებთ?

- გაძლიერებაზე ჩვენ კი არა, "ბარსელონა" არ იტყვის უარს, ასე რომ, ოპტიმალურ შემადგნელობას კვლავაც ვეძებთ.

- სალუქვაძის ამბავი ცნობილია, რამდენად რეალურია კიევის "დინამო 2" - ის ცენტრალური მცველის, თემურ ფარცვანიას დამატება?

- ყველაფერი ანთალიაში გაირკვევა. ჯერ ზუსტი პასუხი სალუქვაძის თაობაზეც არ გვაქვს.

- რომელ ახალწვეულს გაუფორმეთ კონტრაქტი?

- ინწკირველს, ბეჭვაიას, კაშიას, ლექვთაძეს, ხუბუას, ჯიქიას... ხოჯავა კონტრაქტს თურქეთში გააფორმებს.

- ვფიქრობ, "დილას" გადამეტებულ იმედებს უკავშირებენ.

- ეს რატომ?

- მოსამზადებლად მხოლოდ ერთი თვე გაქვთ, რაც გუნდის ჩამოსაყალიბებლად ძალიან მცირე დროა.

- გეთანხმებით, ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, მაგრამ საქმეს მხოლოდ ეს ვერ უშველის - ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად და შესათამაშებლად საჭიროა დრო, რომელიც მართლაც არ არის საკმარისი და ეს ჩვენი ყევლაზე დიდი პრობლემაა. ზამთარში მოსამზადებლად მხოლოდ თვე-ნახევარი გვაქვს, ზაფხულში კი ეს დრო გაცილებით მეტია.

თუმცა, სერიოზული გუნდი მანდეს და ვალდებული ვარ, თითოეული დღე მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენო. ამიტომ ვანიჭებ ანთალიურ სპარინგებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. უიმედოდ მტერი იყოს, რადგან ვმუშაობ, იმედიანადაც ვარ.

- ყველას გვაინტერესებს, "დილაში" ისეთი რა პირობებია, რუსეთის პრემიერლიგის მოთამაშეებიც რომ მოდიან?

- მართლაც სერიოზული პირობები შეგვიქმნეს, ფინანსურიც, მოსამზადებელიც და პრობლემების მოგვარებაშიც ყველანაირად გვეხმარებიან. გარდა ამისა, აშენებენ სტადიონს, სადაც ბაზაც განთავსდება. გუნდის მოსამზადებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ნეტავ, ასე იყოს ყველა კლუბი, მაშინ ქართულ ფეხბურთს სერიოზული წინსვლა დაეტყობა, ხალხიც ჩემპიონატისკენ შემოტრიალდება.

თავი დავანებოთ იმას, რომ "დილას" მე ვავარჯიშებ, კლუბში მიმდინარე პროცესებს გარედან, გულშემატკივრის პოზიციიდან შევხედოთ - კიდევ ერთი ამბიციური გუნდი ქართულ ფეხბურთს აუცილებლად წაადგება.

- და რა არის ამ ამბიციური გუნდის მიზანი?

- საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა და საქართველოს თასის მოპოვება.

- კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, დიდია ალბათობა, გორის სტადიონის განახლება საგაზაფხულო ეტაპამდე ვერ დასრულდეს. მიზნის მიღწევა შინაური კედლების გარეშე კარგი პირობებით და ძლიერი შემადგენლობითაც კი გაგიძნელდებათ.

- რას ვიზამთ, შეიძლება, სამუშაოები პირველი შეხვედრისთვის ვერ მოესწროს, მაგრამ მიზნებს ესეც ვერ შეგვიცვლის.

- მანამდე სად ითამაშებთ? იმედია, არა "ქართლის" სტადიონზე, სადაც სამარცხვინო გასახდელებია და, საერთოდაც, უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

- ახლა ალტერნატიული ვარიანტები განიხილება და ვნახოთ.

- რეგიონის გუნდებში განსაკუთრებული მოთხოვნაა, რომ ადგილობრივებმა ითამაშონ, ისე ქომაგები მწვრთნელს არ სწყალობენ. ასეთ ამბიციურ გუნდში მოსახვედრად რამდენი გორელია მზად?

- ამას დრო გვაჩვენებს. მეც დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი წარმოვაჩინო. მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ გორელია, ვერავის ვათამაშებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mesi

თასი გორის დილას ასეა ნათქვამი და უნდა იყოს.ვინ დაუდგება წინ??? ბოდიშით გაგვატარეთ ეს თასი ჩვენია!! ასე ეტყვიან ყველა გუნდს ვინც დარჩა ნახევარფინალში!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა