ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შსს-ს სერიოზული განაცხადი

შსს-ს სერიოზული განაცხადი

გუშინ პოლიციის აკადემიაში შსს-ს საკალათბურთო კლუბის პრეზენტაცია მოეწყო. მსგავსი ღონისძიება საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. სეზონის ასე სერიოზულად დაწყება გვაფიქრებინებს, რომ შსს ასევე განაგრძობს...

გუშინ პოლიციის აკადემიაში შსს-ს საკალათბურთო კლუბის პრეზენტაცია მოეწყო. მსგავსი ღონისძიება საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. სეზონის ასე სერიოზულად დაწყება გვაფიქრებინებს, რომ შსს ასევე განაგრძობს. ერთწლიანი კლუბების არსებობის ფონზე ეს მისასალმებელი ფაქტია.

შსს-ს გუნდის პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო და დავრწმუნდით, რომ მიზნები მართლაც სერიოზულია, თუმცა ახლა აწმყოზე ვილაპარაკოთ... პრეზენტაციას შსს-ს ყველა კალათბურთელი, მწვრთნელი და გუნდის ხელმძღვანელი დაესწრო.

ლევან მიქაბერიძემ მადლობა გადაუხადა იმ კალათბურთელებს, რომლებიც შსს-ს ღირსებას გასულ სეზონში იცავდნენ _ ბექა გოლეთიანს, შოთა პატარაიას, ვანო აბულაძეს, სერგო ათუაშვილს, ვასილ ბერუაშვილის. ეს მოთამაშეები ახალ სეზონში "ძალოვანების" ღირსებას აღარ დაიცავენ. პრეზენტაციაზე ახალი მაისურები დაურიგეს კლუბის ოთხ ახალწვეულს: დავით ბარბაქაძეს, დავით იმნაძეს, დავით დეკანოიძესა და ბესიკ ლეჟავას.

აქვე შსს-ს სრულ შემადგენლობას გაგაცნობთ: ერეკლე ქადაგიძე, გიორგი მარკოიშვილი, ზურაბ კორკოტაძე, დავით ბარბაქაძე, დავით იმნაძე, ლადო სუხიშვილი, გიორგი ნიკოლაძე, დავით ბერიშვილი, ირაკლი ბერიშვილი, დავით დეკანოიძე, ბესიკ ლეჟავა, ლექსო ლაფანაშვილი, სოსო შერმადინი, ოთარ ფაიქრიძე.

სტატიის ბოლოს კლუბის პრეზიდენტ ლევან მიქაბერიძის ინტერვიუსაც წაიკითხავთ და გაიგებთ, რომ ზამთარში ლეგიონერის ჩამოყვანასაც აპირებენ...

შსს 1 გვისტოს შეიკრიბა და მას შემდეგ თბილისში ვარჯიშობს. სხვათა შორის, პრეზენტაციის ბოლოს დაგვათვალიერებინეს დარბაზი, სადაც გუნდი ემზადება. მას დასაწუნი არაფერი სჭირს, გვერდით ტრენაჟორების დარბაზი აქვს, ხოლო ორ კვირაში იქვე საცურაო აუზის მოწყობა დასრულდება.

სექტემბერში გუნდი გონიოში გაემგზავრება და შეკრებას აჭარაში გაივლის. იგეგმება საკონტროლო მატჩები თურქულ კლუბებთან.

შემადგენლობასთან დაკავშირებით მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა თქვა:

- ეს ის შემადგენლობაა, რომელიც მე მოვითხოვე. ხელმძღვანელობამ თხოვნა დააკმაყოფილა და დავიმატეთ გუნდისთვის საჭირო რამდენიმე კალათბურთელი. შსს კარგადაა დაბალანსებული და იმედი მაქვს, რომ ეს კალათბურთელები მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დაგვეხმარებიან.

მიზნებზე უფრო კონკრეტულად ლევან მიქაბერიძე მოგვითხრობს:

- სადღეისოდ ჩვენი მთავარი ამოცანა საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაა. შემდეგში მოთხოვნები შეიძლება გაიზარდოს. გუნდს ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რათა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. აღვნიშნავ იმასაც, რომ ახლახან შსს-ს საკალათბურთო გუნდი კლუბად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს თავისი ინფრასტრუქტურა და დაბინავებულია პოლიციის აკადემიის ბაზაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი უწყების ხელმძღვანელობას. მათ თანადგომას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ.

- დაარსების დღიდან შსს-ს საკალათბურთო გუნდმა სერიოზული პროგრესი განიცადა...

- გუნდი 2008 წელს ჩამოყალიბდა. მაშინ ქვეყანაში რთული სიტუაცია იყო, თუმცა ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ყველაფერი ისევე გაგრძელებულიყო, როგორც ომამდე იყო და სუპერლიგაში განაცხადი შევიტანეთ. პირველ სეზონში შემადგენლობაში ძირითადად ის მოთამაშეები იყვნენ, ვინც ჩვენს უწყებაში მუშაობდა. ასევე დავაბრუნეთ კალათბურთიდან წასულები - კახა შენგელია, ბექა ნოზაძე, ბექა გოლეთიანი, ვანო აბულაძე. პირველ სეზონში ბევრი მატჩი წავაგეთ, თუმცა მაშინ მთავარი იყო ღირსეული თამაში და სუპერლიგაში ადგილის დამკვიდრება.

- მეორე სეზონში ჩემპიონობის ამბიციებიც გაგიჩნდათ.

- შარშანდელი ჩემპიონატის წინ გამოცდილი კალათბურთელები დავიმატეთ, იანვარში კი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა - მთავარ მწვრთნელად არჩილ ჟღენტი დაინიშნა. მას დიდ გუნდში მთავარ მწვრთნელად არ ემუშავა, თუმცა ევროპაში სემინარები აქვს გავლილი, კარგი სპეციალისტია და აშკარად გაამართლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ქორქია-საკანდელიძის თასის ფინალში გავიდა. წარმატებით ითამაშა სუპერლიგის მეოთხედფინალში, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ბათუმელებს ვაჯობეთ.

- წლეულს შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდა.

- ერთ წელიწადში საჩემპიონო გუნდის ჩამოყალიბება ძნელია. ამისთვის მხოლოდ ფინანსები საკმარისი არ არის, აუცილებელია სწორი სელექცია, გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და შეთამაშება. გვქონდა პრობლემები ცენტრისა და მძიმე ფორვარდის პოზიციებზე. ამიტომ დავიმატეთ ბათუმელი ცენტრი დავით იმნაძე და თსუ-ს მძიმე ფორვარდი დავით ბარბაქაძე. ასევე გვჭირდებოდა კიდევ ერთი კარგი მეორე-მესამე ნომერი. ამ პოზიციის შესავსებად ბესიკ ლეჟავა გადმოვიყვანეთ. გამთამაშებლის ამპლუაზე პრობლემები არ გვქონია, რადგან შსს-ს ღირსებას ტყუპი ბერიშვილები იცავენ. ასევე ჩვენთანაა საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი გიორგი ნიკოლაძე. ასე რომ, გუნდი დაბალანსდა. მეტსაც ვიტყვი - თითო პოზიციაზე რამდენიმე მაღალი დონის კალათბურთელია, რაც კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.

- სუპერლიგის განაცხადი ბოლომდე არ შეგივსიათ. ადგილი ლეგიონერებისთვის ხომ არ დატოვეთ?

- კავშირი გვაქვს ესპანეთის, ამერიკის, სერბეთისა და ლიტვის სააგენტოებთან. იანვრამდე შევხედავთ და რომელ პოზიციაზეც გაგვიჭირდება, იმ ამპლუის კალათბურთელს ჩამოვიყვანთ.

- დუბლების ჩემპიონატში ახალგაზრდული გუნდის გამოყვანას ხომ არ დაიტოვეთ?

- სამომავლოდ ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ, რადგან გუნდის საშუალო ასაკი 26-27 წელია და სათანადო ცვლა რამდენიმე წელიწადში აუცილებლად დაგვჭირდება. თუმცა ამ სეზონში მხოლოდ უმაღლეს ლიგაში თამაშით შემოვიფარგლებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრებისთვისაც აუცილებელია შევსება, რაც უმთავრესად შიდა ჩემპიონატიდან უნდა მოვიდეს. სწორედ ამიტომაა საჭირო ძლიერი პირველობა. ქართული კლუბები ნელ-ნელა ევროტურნირებსაც უნდა გაუშინაურდნენ. თავიდან ევროჩელენჯით უნდა დავიწყოთ. შეიძლება, პირველ წელს კარგი შედეგები არ გვქონდეს, მაგრამ ნელ-ნელა თამაშიც უნდა გაუმჯობესდეს და შედეგიც.

- ამ საკითხზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც საინტერესოა, შსს თუ აპირებს ევროპაზე გასვლას?

- ამაზე მსჯელობა მართლაც ადრეა, მაგრამ ევროტურნირებზე გასვლა გვსურს. თუმცა იქ სტატისტის როლით არ დავკმაყოფილდებით. ოთხამდე ლეგიონერს ჩამოვიყვანთ, რათა ჯგუფურ ტურნირში მოვხვდეთ და იქაც წარმატებისთვის ვიბრძოლოთ. ასევე მნიშვნელოვანია, როდის ჩამოიყვან ლეგიონერებს. უშუალოდ მატჩების წინ მათ მოყვანას აზრი არ აქვს - უცხოელები გუნდში 4-5 თვით ადრე უნდა გამოჩნდნენ, რათა აკლიმატცაციაც მოასწრონ და კარგადაც შეთამაშდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში