ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სუპერკლასიკო: დრამა, გოლები, ბრძოლა და ისევ ის გამარჯვებული

სუპერკლასიკო: დრამა, გოლები, ბრძოლა და ისევ ის გამარჯვებული

"კამპ ნოუზე" ემოციები ხანდახან ისე "დუღდა", ვიფიქრეთ, ესპანეთში ისევ არ დაიწყოს სამოქალაქო ომიო
კოპა დელ რეი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

მალიორკა-ბილბაო 0:1 (0:2)

მალიორკა (4-4-2): კალატაიუდი - სენდროსი (67. გ. კასტრო), ჩიკო, რამისი, ბიგასი - პერეირა, ტისონე, ჟოაო ვიქტორი(78. მარტი), ალფარო - ალვარო (57. ვიქტორი), ჰემედი.

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი (61. ი. პერესი) - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (39. ტოკერო) - ფ. ლორენტე (84. სან ხოსე).

გოლი: 0:1 რამისი (76 ს.კ.)

გაძევება: ჩიკო (90)

ბარსელონა-რეალი 2:2 (2:1)

ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (29. პედრო) - მესი, ფაბრეგასი (69. ტ. ალკანტარა), სანჩესი (77. მასკერანო).

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაო - დიარა (51. გრანერო), ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა (60. კალეხონი), რონალდო - იგუაინი (60. ბენზემა).

გოლები: 1:0 პედრო (43), 2:0 დანი ალვეში (45), 2:1 რონალდო (67), 2:2 ბენზემა (71)

გაძევება: სერხიო რამოსი (87)

ვინც ამბობს, რომ ჟოზე მოურინიომ "ბარსელონას" დასამარცხებლად მთელი თავისი ცოდნა არ გამოიყენა, ფეხბურთთან საკმაოდ შორს მყოფი ადამიანი გვგვონია.

პორტუგალიელმა, რომელიც გუშინ იუბილარი იყო (49 წლის შესრულდა) მართლაც სული და გული ჩადო ოთხშაბათის კლასიკოს მოსაგებად, მიზანთანაც ახლოს იყო, მაგრამ კვლავ დამარცხებული დარჩა - ორი მატჩის ჯამში "რეალმა" 3:4 წააგო და "სამეფო თასი" გამოათავისუფლა.

რისი გადატანა არ მოუწია მოურინიოს ამ დღეებში, "მარკას" შემოტევა, ჭორები... თუნდაც ოთხშაბათის მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში "კამპ ნოუს" ტრიბუნებიდან წამოსული შეძახილები რად ღირს: "არ წახვიდე მოურინიო "რეალიდან", ჩვენ ძალიან მოგვწონს, რომ შენ ხარ "რეალის" მწვრთნელი".

"გასახდელში ბიჭებისგან მესმოდა, რომ უბრალოდ შეუძლებელია მოიგო "კამპ ნოუზე", თუ აჯობებ "ბარსელონას", ვერ მოუგებ რეფერის", - ასე ოსტატურად აუარა გვერდი "განსაკუთრებულმა" შესაძლო სანქციებს მსაჯის გაკრიტიკებისთვის (მან ხომ სხვისი ფრაზები მოიყვანა), მაგრამ ფაქტია, მთელი მადრიდი და კასტილია, მილიონობით "რეალის" ფანი მსოფლიოში ოთხშაბათის კლასიკოს შემდეგ ყველაზე მეტად ერთ კაცს ვერ იტანდა, რეფერი ტეიშეირა ვიტიენესს.

"მარკამ" 10-ბალიანი სისტემით ორიანი დაუწერა ვიტიენესს და რადგან ყველასთვის ცნობილია ამ გამოცემის სიმპათიები "სამეფო კლუბისადმი" დააყოლა: "მართლა ძალიან ცუდად იმსაჯა", რომელსაც მოყვება დიდი სია მსაჯის შეცდომებისა, რომელსაც აქ აღარ მოვიყვანთ (სხვათა შორის, არა მხოლოდ "ბარსას" სასარგებლოდ).

თავიდანვე ვიტყვით, რომ კლასიკომ ნეიტრალურ გულშემატკივარს დიდი სიამოვნება მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ "კამპ ნოუზე" ემოციები ხანდახან მეტისმეტად "დუღდა". ერთი პერიოდი, ისიც გავიფიქრეთ, ამათ გამო ესპანეთში ისევ არ დაიწყოს სამოქალაქო ომიო...

"ბარსელონას" შემადგენლობაში ერთი მოულოდნელობაც არ ყოფილა, ხოსეპ გვარდიოლამ ზუსტად ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელიც გუშინდელ ნომერში ვივარაუდეთ. მოურინიოს კი რას გაუგებ - პირველი შოკი გულშემატკივრებს ბარსელონას აეროპორტში ელოდათ, როცა პეპე დალანდეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა რა ობსტრუქცია ელოდა პორტუგალიელ ფეხბურთელს "კამპ ნოუზე", მოურინიო ის კაცი არაა ამით დაშინდეს, სხვათა შორის, არც პეპე.

დაიწყო თამაში და... "რეალის" უპირატესობა თვალნათლივ გამოჩნდა. ამიტომ კიდევ უფრო მწარედ "მოხვდათ" სტუმრებს ის ორი გოლი, რომელიც "ბარსასგან" ტაიმის მიწურულს მიიღეს. მეორე ტაიმში კი მადრიდული სასწაული ვნახეთ, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა საბოლოო გამარჯვებამდე. კლასიკოებში თანაფარდობა კი ხელუხლებელი დარჩა - 81 წელიწადი "ბარსა" საერთო ჩათვლაში ყოველთვის აგებდა "რეალთან", მადრიდში დაეწია (86:86), თუმცა საყაიმო ანგარიში ხელუხლებელი დარჩა.

"რეალმა" კინაღამ კლასიკოების ისტორიაში უსწრაფესი გოლი გაიტანა (ახლახან ბენზემას მიერ დამყარებული რეკორდი 23-ე წამია) მე-12 წამზე გონსალო იგუაინმა ენითაუწერელი შანსი გაუშვა ხელიდან - დანი ალვეშმა ჟერარდ პიკეს დაუბრუნა ბურთი, მაგრამ პიკე ჯერ არ იყო თამაშში ხეირიანად ჩართული და მას იგუაინი გაეპარა.

მე-3 წუთზე ხოსე პინტომ იგუაინის თავური აიღო, მალე კრიშტიანო რონალდომ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ უზუსტოდ. 25-ე წუთზე "რეალს" ყველაზე მაგარი მომენტი შეექმნა, მესუთ იოზილმა შორიდან დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა, კარის ხაზზე დაეცა, მაგრამ ის არ გადაუკვეთავს, პინტო უძლური იყო რამე ეღონა.

მაგრამ რისი მაქნისია მთელი გუნდი, თუნდაც ძალიან ძლიერი, როცა მეტოქეს ჯადოქარი ჰყავს? 43-ე წუთზე ლეო მესი შევარდა სტუმართა საჯარიმოში, პანიკაში მყოფი "რეალის" მთელი დაცვა მას მივარდა, არგენტინელმა კი ბურთი პედროს გადააწოდა - 1:0.

ტაიმის ბოლოს ჩავიმ მარცხენა ფრთიდან შეასრულა საჯარიმო, ბურთი ლასანა დიარას მოხვდა და ისე იცვალა მიმართულება, რომ ზუსტად დანი ალვეშს "მოაჯდა" ფეხზე. ბრაზილიელმა კი საოცრად გაისროლა - 2:0.

მეორე ტაიმი დაიწყო და სერხიო რამოსმა გოლი გაიტანა, მაგრამ რეფერის აზრით, თავურამდე ანდალუსიელმა მცველმა ხელში მოქაჩა ალვეშს და გოლი გააუქმა. ამან "რეალი" არ შეაჩერა, 68-ე წუთზე იოზილმა რონალდო მოძებნა, პორტუგალიელმა გოლეადორმა პინტო მოატყუა და ცარიელ კარში მახვილი კუთხიდან გაიტანა. ხუთი წუთიც არ გასულა მეორე გოლამდე, ჩაბი ალონსომ საჯარიმოში "პარაშუტი" ჩაუგდო ქარიმ ბენზემას და ფრანგიც სიტუაციაში დიდებულად გაერკვა - 2:2. დრო კიდევ რჩებოდა, "რეალს" ერთი გოლიც სჭირდებოდა.

"ბარსელონას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდს წამითაც არ უფიქრია, დაცვაში დახევა, რის წყალობითაც საოცარი წუთები ვიხილეთ, ორმხრივი იერიშებით. ყველაფერი კი 88-ე წუთზე დამთავრდა, როცა მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა სერხიო რამოსს, "ბარსელონა" ნახევარფინალშია.

ყველაზე უსიამოვნო ინციდენტი, რაც ამ თამაშში მოხდა, ანდრეს ინიესტას ტრავმა იყო, რომელიც პირველივე ტაიმში შეცვალეს.

სხვათა შორის, მორიგ სკანდალს გვთავაზობს "ელ მუნდო" - გაზეთის მტკიცებით, მოურინიოს მსაჯ ვიტიენესთან შელაპარაკება "კამპ ნოუს" პარკინგზე მოსვლია.

ვინ, როგორ ითამაშა

ლეო მესის უკეთაც უთამაშია, მაგრამ ამ საღამოსაც გვარიანად გააწვალა მეტოქის დაცვა. გააკეთა დიდებული საგოლე პასი, რამდენჯერმე მოიპოვა სახიფათო საჯარიმო, 2:2-ზე ახლოს იყო გოლთან, სულ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა.

ჩავი 32 წლის შესრულდა, მან ბრწყინვალედ ითამაშა, დაჩაგრა ლასანა დიარა, გაუკეთა მაგარი პასი ალექსის სანჩესს, რომელიც შემდეგ პეპემ დაჩაგრა ფიზიკურად, შეასრულა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა მეორე ტაიმში. მოკლედ, ჩავიც ძალიან კარგი იყო. კარგად ითამაშეს ალექსის სანჩესმა და დანი ალვეშმაც. თამაში ჩააგდეს ჟერარდ პიკემ და სესკ ფაბრეგასმა.

"რეალში" ყველას მესუთ იოზილი სჯობდა. პირველად მოხდა, რომ გერმანელი კლასიკოში არ ჩაიკარგა და არ დაიჩაგრა მეტოქის ნახევარმცველების მიერ. მეტიც, ოთხშაბათს ის საუკეთესო იყო ორივე გუნდში. ძალიან კარგად ითამაშა კრიშტიანო რონალდომაც. თამაში ჩააგდეს გონსალო იგუაინმა და ლასანა დიარამ.

მატჩის შემდეგ

ჟოზე მოურინიო: "რეფერის ქმედებას მე არ განვსჯი. ჩვენ აქ იმ იმედით ჩამოვედით, რომ მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით. ვიცოდით, რომ ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელი იყო".

ხოსეპ გვარდიოლა: "რეალმა" გააკეთა ის, რასაც ჩვენ შევეცდებოდით, მათ სიტუაციში რომ ვყოფილიყავით. მეტოქე დიდებული გუნდია და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენს გამარჯვებას. 180 წუთის ჯამში ჩვენ მეტოქეს ვაჯობეთ".

დღის მეორე დაპირისპირებას არც ამხელა ინტრიგა ჰქონდა და არც დაძაბულობით გამოირჩეოდა. ბილბაოს "ატლეტიკმა" შინ მოპოვებული 2-ბურთიანი ჰანდიკაპი კიდევ უფრო გაზარდა "მალიორკასთან", სტუმრად 1:0 დაამარცხა მეტოქე. ბასკები ახლა "მირანდესს" შეხვდებიან ნახევარფინალში, მაშინ, როცა "ბარსას" გაცილებით ძლიერი მეტოქე ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია

გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა