გუშინ, ავსტრალიის ღიაზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ
გუშინ, ავსტრალიის ღიაზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ. ოთხივე ნახევარფინალისტმა - მარია შარაპოვამ, პეტრა კვიტოვამ, ვიქტორია აზარენკამ და კიმ კლაისტერსმა გზად თითო სეტი წააგო. ისინი თითქმის თანაბარ სპორტულ ფორმაში იყვნენ. მოკლედ, ასეთი ინტრიგა "დიდი სლემის" ტურნირზე დიდი ხანია არ ყოფილა.

ამ ოთხეულიდან ცალკე გამოყოფის ღირსია კიმ კლაისტერსი, რომელსაც დღეს ნაკლებად აწუხებს რეიტინგი, რადგან ეს მის კარიერაში ბოლო სეზონია. ბელგიელმა თავისი მაღალი მოტივაცია მეოთხედფინალში დაამტკიცა, როცა ოთხი მატჩბოლი მოიგერია ნა ლისთან მატჩში.

ვიქტორია აზარენკას კი სხვა მეტოქეებისგან ის გამოარჩევდა, რომ არასოდეს მოეგო "დიდი სლემის" ტურნირი, უფრო მეტიც, ფინალშიც არასოდეს გასულა. ბელარუსი ყოველთვის საუკეთესო თამაშს ავსტრალიის ღია პირველობაზე აჩვენებდა, მაგრამ 2008-10 წლებში ზედიზედ სამჯერ სერენა უილიამსს უპირისპირდებოდა და ყოველთვის მარცხდებოდა. ახლა კი სათამაშო თვალსაზრისით ის სრულად არის მზად "დიდ სლემზე" თავისი პირველი ტიტულისთვის.

კიმსა და ვიქტორიას ერთმანეთში ექვსი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული, მაგრამ "დიდი სლემის" ტურნირზე ეს მათი პირველი შეხვედრა იყო.

თამაშის სურათი პროგნოზირებადი იყო. ვიქტორია ცდილობდა თავისი თამაში მოეხვია თავს მეტოქისთვის და თავიდან ეს მას კარგად გამოსდიოდა. ბელარუსი ადრეული ბრეიკით დაწინაურდა, რაც ასეთი ხასიათის შეხვედრაში ბევრს ნიშნავს. კიმს ჰქონდა დაკარგული მოწოდების დაბრუნების შანსები, მაგრამ ბელარუსი შეტევისთვის მოსახერხებელ ვარიანტს არ უტოვებდა. ბელგიელს რისკი უწევდა, რასაც ხანდახან შედეგი მოჰქონდა, მაგრამ შეცდომები უფრო მეტი იყო. სეტის ბოლო აზარენკამ მეტად მშვიდად და აუღელვებლად ითამაშა.

მაგრამ ბელარუსმა მეორე პარტიაში ჩავარდნა თავიდან ვერ აიცილა. კლაისტერმა წინ გასვლა მოახერხა და როცა აზარენკამ კიდევ ერთხელ წააგო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე, პარტიის ბოლო ნაწილი ჩოგბურთელებმა მესამე სეტისთვის მოსამზადებლად გამოიყენეს.

მესამე სეტის დასაწყისში ორივეს ღალატობდა ნერვები - ორივემ ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. წინ მუდმივად აზარენკა იყო, მაგრამ მეშვიდე გეიმში იყო მომენტი, რომელიც კინაღამ გარდამტეხი აღმოჩნდა.

ბელარუსმა ექვსი გეიმბოლიდან წააგო საკუთარი მოწოდება. მაგრამ ის მალე გამოვიდა რთული მდგომარეობიდან და მაშინვე დაიბრუნა ბრეიკი. მატჩზე მოწოდებისას აზარენკას კიმიც ძალიან დაეხმარა. ბელგიელის შეცდომების გამო ბელარუსს ძალიან გაუჭირდებოდა გეიმის აღება, რადგან ნერვიულობა ეტყობოდა. მატჩის შემდეგ მან აღიარა, რომ მატჩბოლებზე კანკალს იწყებდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა - 6:4, 1:6, 6:3.

მარია შარაპოვასა და პეტრა კვიტოვას აქამდე სამჯერ ჰქონდათ ნათამაშები ერთმანეთში. აქედან ყველას დაამახსოვრდა 2011 წლის უიმბლდონი, რომელიც კვიტოვამ მოიგო და ახლა, მარიას რევანშის აღება მართებდა.

ამ ნახევარფინალში თავიდანვე მძიმე ბრძოლა გაიმართა ინიციატივის მოსაპოვებლად. უფრო უკეთ შარაპოვა გამოიყურებოდა იმის გამო, ჩეხი ბევრ უხეშ შეცდომას უშვებდა. შედეგად, რუსმა პარტია ორმაგი ბრეიკით მოიგო. მეორე სეტში ჩეხმა დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე. სეტის დასაწყისში მან გააკეთა ბრეიკი მეტოქის შეცდომების ხარჯზე, საკუთარ გეიმებში კი თითქმის უშეცდომო იყო. საბოლოოდ, ჩეხმა შეინარჩუნა უპირატესობა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ამ მატჩისგან მაყურებელი უფრო მეტს ელოდა და მათი იმედები მესამე სეტმა გაამართლა. ინიციატივა კვიტოვას რჩებოდა - ძირითადად იმის ხარჯზე, რომ სტაბილურად აწვდიდა.

რუსს კი რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში მოწოდებამ უღალატა (სულ მატჩის განმავლობაში 10 ორმაგი დაუგროვდა). პეტრამ სეტის დასაწყისში ბრეიკის გაკეთება შეძლო, მაგრამ მარიამ მალე აღადგინა წონასწორობა. საერთო ჯამში, ჩეხის მოწოდებაზე სრული სიმშვიდე იყო, შარაპოვას გეიმებში კი მუდმივად დაძაბულობა იგრძნობოდა. რუსს მუდმივად უხდებოდა ბრეიკ-პოინტების მოგერიება. მაგრამ, როცა შეხვედრამ კრიტიკულ მომენტს მიაღწია, კვიტოვამ რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა და გადამწყვეტი სეტი 4:6 დათმო. შარაპოვამ მებრძოლი ხასიათით აჯობა მეტოქეს: კვიტოვამ 14 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ სამი გამოიყენა, მარიამ - ხუთიდან ხუთი.

ხვალ, შარაპოვა მესამედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას ფინალში. ანა ივანოვიჩს მან მოუგო, სერენა უილიამსთან კი დამარცხდა. ახლა მისი მეტოქე ვიქტორია აზარენკა იქნება, რომელიც პირველად მოხვდა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. გადამწყვეტი მატჩი იმითაც არის დამაინტრიგებელი, რომ მოგებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება.

1/2 ფინალი

ვიქტორა აზარენკა (ბლრ, 3)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 11) 6:4, 1:6, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 4)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2) 6:2, 3:6, 6:4.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა