ამიერიდან ფიბას მოცეკვავე გოგონების გუნდი აღარ გაართობს პუბლიკას მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ითამაშებს.

ამიერიდან ფიბას მოცეკვავე გოგონების გუნდი აღარ გაართობს პუბლიკას მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. საორგანიზაციო კომიტეტმა ურჩია ფიბას, რომ თურქთა თამაშის დროს გართობა აიკრძალოს ორი მიზეზით: თურმე ეს მაყურებელს შეურაცხყოფას აყენებს, რადგან ისლამი კრძალავს ქალის კანის გამოჩენას თავშეყრის ადგილებში და მეორეც, თავად გოგონებისთვის ყოფილა ეს სარისკო საქმე.

ფიბამ განმარტა, რომ აკრძალვა ამ ორგანიზაციის ინიციატივა არაა. ფიბას გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი მიიჩნევს, რომ არ არის წინააღმდეგი მაყურებელი თამაშის დროს პაუზებში გაერთოს მშვენიერი სანახაობით, თუმცა მასპინძელთა პოზიციისაც ესმის.

ოთხშაბათს ამერიკისა და ირანის ნაკრების მატჩისას გოგონებს გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი ეცვათ. მიუხედავად ამისა, როცა გოგონები ცეკვას იწყებდნენ ირანის ნაკრების ოფიციალური წარმომადგენლები ზურგით ბრუნდებოდნენ, რომ "გარყვნილობისთვის" თვალი არ მოეკრათ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობს "რედ ფოქსის" პროფესიონალ მოცეკვავეთა გუნდი, რომელიც უმთავრესად უკრაინელი გოგონებითაა დაკომპლექტებული. ეს გუნდი ანკარაში (სადაც B ჯგუფის თამაშები ტარდება) მაინც გამოვა, ოღონდ არა მასპინძელთა თამაშებზე. აი ასე, არადა ამ ქვეყანას (თურქეთს ვგულისხმობთ) ევროკავშირში შესვლას უნდა.

ლელო

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა