დაუზუსტებელი მონაცემებით, უცხოეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა ოთხ-ხუთ ასეულს აღწევს
არ არსებობს ოფიციალური ან თუნდაც არაოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს უცხოეთში. ზოგიერთი, ოღონდ, ნაკლებად სარწმუნო მონაცემებით, მათი რაოდენობა ოთხ-ხუთ ასეულს აღწევს, ზოგიერთი კი 200-მდე მოთამაშეს ითვლის.

არიან გვარგადაკეთებულები, ბევრი კი ისეთ დაბალ ლიგაშია, ჩვენებურის იქ წასვლას ვერავინ წარმოიდგენს და, ცხადია, ყველას თვალს ვერც მივადევნებთ. მაგალითად, ახლახან "ვიტ ჯორჯიას" გასინჯვაზე მიაკითხა ორმა ქუთაისელმა ახალგაზრდამ, რომლებიც საბერძნეთის რანგით მეხუთე ლიგაში თამაშობდნენ. კითხვაზე, რამდენი ქართველია იქაურ დაბალ ლიგებში, ერთ-ერთმა მოკლედ მოგვიჭრა - ბევრი!

ახლახან აზერბაიჯანელებმა დაითვალეს, რამდენი ლეგიონერია მათ ჩემპიონატში და რომელი ქვეყნიდან არიან სხვებზე მეტნი.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეზობლების პრემიერლიგაში 40 ქვეყნის 129 წარმომადგენელი თამაშობს, საქართველო კი ლიდერებშია: ყველაზე მეტი ლეგიონერი ჰყავს რუსეთს - 16, მეორეზეა ბრაზილია - 15; საქართველომ კი ფეხბურთელთა ექსპორტით ცნობილ სერბეთსაც (10) გადაასწრო და მესამეა ამ 11 მოთამაშით: გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე, ბაჩანა ცხადაძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, გიორგი ადამია, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი გულორდავა, გიორგი ჭედია და ნუგზარ კვირტია.

თუმცა ზამთრისთვის ქართული ლეგიონის რაოდენობა შემცირდა - ჭედია რუსთავის "მეტალურგში" ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაბრუნდა, წამოვიდა ძამსაშვილიც და ახლა რევაზ ძოძუაშვილის უგუნდოების გუნდში ვარჯიშობს.

არა მგონია, ასეთ "ნომინაციებში" ლიდერობა კარგის მაჩვენებელი იყოს. ბოლო პერიოდში უცხოეთიდან ქართველების დაბრუნების მცირე ტენდენცია შეინიშნება.

ვფიქრობთ, აზერბაიჯანში ბევრი ისეთი ლეგიონერია, რომელთა ჩამოყვანა უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე საეჭვო რეპუტაციის ლეგიონერების მოზიდვა. მაგალითად, გიორგი ადამია და ბაქოს "ინტერის" ოთხეული (ლომაია, კანდელაკი, აბრამიძე, ცხადაძე) ნებისმიერ ქართულ გუნდს გააძლიერებდნენ. მათ შესაძლებლობებს ვიცნობთ, უცხოელები კი ხშირად ცდილობენ ისეთი ფეხბურთელების "შემოტენვას", რომლებზეც წარმოდგენა არ გვაქვს.

სულ ცინცხალი დასტური და მაგალითი: ერთი კვირის წინ ერთ-ერთ გუნდში დიდი ამბით ჩამოიყვანეს ფეხბურთელი, რომელის დანახვაზეც მწვრთნელებს გული გაუსკდათ - 190 სმ სიმაღლის ცენტრალური მცველის ნაცვლად სხვა გვარის და თანაც, ტანდაბალი, სადღაც 170 სმ სიმაღლის მოთამაშე ჩამოვიდა, მისმა ჩამომყვანმა კი 8 ათასი ევრო იზარალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა