საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტურის წინ: პსჟ-ს “სტად ფრანსის ლე ბლეზე” ბოლო ექვსი შეხვედრიდან არც ერთი არ მოუგია
იანვარში “პარი სენ-ჟერმენის” მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნის შემდეგ პარიზული გუნდი მხოლოდ იგებს. საფრანგეთის თასის ორი ეტაპის გავლის გარდა მისმა შეგირდებმა მე-20 ტურის შეხვედრაშიც იმარჯვეს, თანაც ლიგა 1-ში არცთუ ყველაზე სუსტ “ტულუზთან”.

ამჯერად დედაქალაქელებს “ბრესტთან” სტუმრად თამაში უწევთ, გუნდთან, რომელიც წელს უფრო მეტად ფრეებით გამოირჩევა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ჯერ შინ თამაში არ წაუგია. მის ანგარიშზეა 10 თამაში, 4 მოგება და 6 ფრე. საშინაო შეხვედრებში დაუმარცხებელი გუნდი ლიგას კიდევ ერთი ჰყავს - “რენი”.

პსჟ-ს “სტად ფრანსის ლე ბლეზე” ბოლო ექვსი შეხვედრიდან არც ერთი არ მოუგია, რაც არ შეიძლება გუნდს ფსიქოლოგიურ ტვირთად არ აწვეს. თუმცა ჩემპიონატის ლიდერებს წარუმატებელი სერიების შეწყვეტა წელს არ ესწავლებათ. მათ მიმდინარე სეზონამდე კორსიკაზე “აიაჩოსთან” ისტორიაში არ ჰქონდათ მოგებული, მაგრამ კევინ გამეიროს ჰეთთრიკის წყალობით 3:1 გაიმარჯვეს.

ერთი სიტყვით, ამ გუნდისთვის შიდა ასპარეზზე წელს შეუსრულებელი მისია არ არსებობს.

“მიმდინარე სეზონში მათ სახლში თამაში არ წაუგიათ, ასე რომ, გვესმის, რას უნდა ველოდოთ მათგან. ჩვენ ისეთ გუნდთან გვიწევს შეხვედრა, რომლის გატეხა ძალიან ძნელია, რომელიც შეეცდება აქეთ გამოგვიჭიროს. აუცილებელია, რომ ბურთს სათანადოდ გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ბალანსი და ჩვენი შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ,” - აცხადებს 24 წლის ნახევარმცველი კლემან შანტომი.

მიმდინარე სეზონში პარიზელებმა გასვლაზე ერთადერთი მატჩი წააგეს, ისიც ყველაზე პრინციპულ მეტოქე “მარსელთან” (3:0). ამ შედეგით ისინი საუკეთესოები არიან მთელ ლიგაში. მათსავით 18 ქულა სტუმრად მხოლოდ “რენს” აქვს მოპოვებული. “ველოდრომის” კატასტროფის შემდეგ პსჟ-მა ევროპის ლიგაშიც დათმო “ზალცბურგთან” (2:0) და მას მერე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან 5 გუნდმა ჩემპიონატში გამართა.

კარლეტოს შეგირდებისთვის ყველაფერი რიგზე იქნებოდა რომ არა ხავიერ პასტორეს დასანანი ტრავმა. კუნთის გაწყვეტის შემდეგ მას სამი კვირით მოუწევს დასვენება.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური

დღეს:

ოსერი-ნანსი 22:00

ბრესტი-პსჟ 22:00

ლორიანი-სოშო 22:00

ლიონი-დიჟონი 22:00

ნიცა-მონპელიე 22:00

ტულუზი-კანი 22:00

ლილი-სტ. ეტიენი 00:00

ხვალ:

ევიანი-ბორდო 20:00

ვალანსიენი-აიაჩო 20:00

რენი-მარსელი 00:00

სატურნირო ცხრილი

1. პსჟ 20 13 4 3 34-18 43

2. მონპელიე 20 12 4 4 40-23 40

3. ლილი 20 9 9 2 33-21 36

4. ლიონი 20 11 2 7 31-22 35

5. რენი 20 10 5 5 31-23 35

6. მარსელი 20 9 7 4 29-18 34

7. სტ. ეტიენი 20 9 6 5 24-21 33

8. ტულუზი 20 8 7 5 21-20 31

9. ბორდო 20 6 8 6 22-23 26

10. ლორიანი 20 6 7 7 20-23 25

11. ბრესტი 20 4 12 4 20-19 24

12. ევიანი 20 5 7 8 28-32 22

13. დიჟონი 20 6 4 10 23-36 22

14. ვალანსიენი 20 5 5 10 19-23 20

15. კანი 20 5 5 10 24-31 20

16. ოსერი 20 4 7 9 27-32 19

17. ნანსი 20 4 7 9 19-28 19

18. ნიცა 20 4 6 10 21-24 18

19. სოშო 20 4 6 10 21-35 18

20. აიაჩო 20 4 6 10 22-37 18

ბომბარდირები

14 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), 9-9 - ლოიკ რემი (მარსელი), კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა