დიდი შანსია, საქმე იქამდე მივიდეს, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და „ფარმაცევტების“ გზები ახლავე გაიყაროს
ლევერკუზენის „ბაიერსა“ და მიხაელ ბალაკს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და დიდი შანსია, საქმე იქამდე მივიდეს, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და „ფარმაცევტების“ გზები ახლავე გაიყაროს.

გუშინ „ლევერკუზენის“ ბოსმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა თქვა, „პროექტი სახელწოდებით ბალაკი, ჩაიშალაო“ და მიხაელთან ნაადრევი განშორება არ გამორიცხა. ამასობაში, მიხაელის მრჩეველმა „ლევერკუზენის“ შეფებს შეუტია.

ვითარებამ დაძაბულობის პიკს ჰოლცჰოიზერის სიტყვებით მიაღწია: როცა კლუბის ბოსი „ბალაკის პროექტს“ ჩაშლილად აცხადებს, ცხადი ხდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულადაა, ვიდრე აქამდე გვეგონა - გვეგონა ის, რომ საქმე მხოლოდ მხოლოდ ბალაკისა და მწვრთნელ რობინ დუტის დაპირისპირებას ეხებოდა. ჰოლცჰოიზერმა კი ისიც თქვა, 20 თვის წინ ყველანი ბედნიერები ვიყავით, მიხაელი რომ გადმოვიბირეთ და მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ პროექტს ასეთი ცუდი გაგრძელება ექნებოდაო.

ამ განცხადებას წინ უძღოდა „მაინცთან“ მატჩი, რომელშიც დუტმა ბალაკი ნაადრევად შეცვალა, მიხაელმა კი მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. ამავდროულად, ლევერკუზენელმა ფანებმა დუტს უსტვინეს და ბალაკის სახელს სკანდირებდნენ.

ამის გამო მიხაელი ჰოლცჰოიზერმა და სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა დაიბარეს, ცხადია, გამოლანძღეს და მერე თქვეს, მიხაელისგან მეტს ველოდით, მან კი პუბლიკის დამშვიდების ნაცვლად, მწვრთნელისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვაო.

ჰოლცჰოიზერმა მიხაელის პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანა, რამაც ბალაკის მრჩეველი მიხაელ ბეკერი განარისხა. ამ უკანასკნელმა ჰოლცჰოიზერსა და ფიოლერს შეუტია:

„ეს იაფფასიანი ტრიუკია, რითაც მათ იმ პრობლემების მიჩქმალვა სურთ, რაც მწვრთნელთან აქვთ. ბალაკი კი ამ შემთხვევაში უბრალოდ მსხვერპლია. განა სულ რაღაც ორი კვირის წინ არ იყო, მიხაელს ყველანი რომ აქებდნენ? ახლა, მიუხედავად იმისა, რომ „ლევერკუზენმა“ „მაინცთან“ გაიმარჯვა, ფანებმა მწვრთნელს მაინც უსტვინეს.

რაკი, როგორც ჩანს, დუტის გაშვება არ შეუძლიათ, განტევების ვაცად ბალაკი აქციეს. ჰოლცჰოიზერი სისულელეებს ლაპარაკობს!

გასულ სეზონში, „ბაიერი“ მიხაელ ბალაკთან ერთად გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა!“ - განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის მრჩეველმა.

მიუხედავად ამისა, დღეს ბალაკი „ლევერკუზენის“ სათადარიგოთა სკამზე იჯდება, თუმცა მასთან ნაადრევი, მეტიც, მყისიერი განშორება გამორიცხული აღარაა – ჰოლცჰოიზერმა თქვა, ხვალ რომ დამირეკონ, ბალაკის შესახებ ყველას სიამოვნებით დაველაპარაკებიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა