ქართველი ფორვარდის ნაყოფიერი თამაშით "მაჰრამმა" ირანის ჩემპიონატში მორიგი მატჩები მოიგო
ირანის ჩემპიონატში მორიგი მატჩები მოიგო ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა", ქართველმა ფორვარდმა კვლავ ნაყოფიერად იმუშავა. ბოლო ტურში მაჰრამელთა მეტოქე "გორგანი" იყო. სტუმრად გამართული შეხვედრა "სკიტას" თანაგუნდელებმა 26 ქულის სხვაობით მოიგეს - 97:71.

ნიკამ 20 წუთი მაქსიმალურად გამოიყენა: 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 6 ორქულიანი (8-დან) და 4 საჯარიმოა (5-დან). მატჩის ბომბარდირი გორგანის ლეგიონერი ანდრე ბრაუნი გახდა.

ბოლოსწინა ტურში კი, ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა, "აჰვაზთან" 33 წუთში 15 ქულას 13 მოხსნა წაუმატა. გარდა ამისა, 28 წლის ქართველის ანგარიშზე 2-2 პასი-ჩაჭრაა. ნიკას ამჯერად ერთი ორქულიანიც არ აუცილებია - 5-დან 5, ხოლო 8 საჯარიმოდან 5 გამოიყენა.

იოლი მისახვედრია: "მაჰრამმა" "აჰვაზთან" საშინაო მატჩიც მოიგო - 94:77.

არც იმის შეხსენება დაგჭირდებათ, რომ ცქიტიშვილის გუნდი სპარსეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. თვრამეტივე მატჩი აქვს მოგებული. რეგულარული ეტაპის ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს, თუმცა რეგულარულის დასრულებამდე 3 მატჩია დარჩენილი.

"მაჰრამი" მომდევნო შეხვედრას "აზადთან" 30 იანვარს გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა