ანთალიური შეკრების პირველ სპარინგში რუსთავის "მეტალურგმა" ტირასპოლის "შერიფთან" 0:0 ითამაშა
ანთალიური შეკრების პირველ სპარინგში რუსთავის "მეტალურგმა" ტირასპოლის "შერიფთან" 0:0 ითამაშა.

"მეტალურგი": ბედიაშვილი - ჯაფარიძე, კვარაცხელია, მახვილაძე, დობროვოლსკი - ქავთარაძე (69. მიქაბერიძე), რაზმაძე - სეთურიძე (46. თოდუა), თექთურმანიძე, მაისურაძე - ტატანაშვილი (46. სიხარულიძე)

"შერიფის" პრესსამსახურის ცნობით, პირველ ტაიმში ტირასპოლელები აქტიურობდნენ და სამჯერ სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ სიზუსტეც დააკლდათ და გრიგოლ ბედიაშვილიც საიმედოდ თამაშობდა.

მეორე ტაიმში კი "მეტალურგმა" მეტოქე პრესინგით შებოჭა და საკმაოდ მწვავედ შეუტია. ტირასპოლელთა აღწერილი 17 სახიფათო მომენტიდან 11 რუსთაველებმა შექმნეს. განსაკუთრებით სახიფათო იყო დიმიტრი ტატანაშვილის დარტყმა 56-ე წუთზე - ბურთს მიზნამდე ცოტა დააკლდა.

ძალიან იაქტიურა რუსთაველთა მარჯვენა მცველმა ლაშა ჯაფარიძემ: მე-60 წუთზე მისი დარტყმა კარს მცირედით ასცდა, მალე ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა. 72-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძე გასცდა მცველებს და კარისკენ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

77-ე წუთზე შეტევა კვლავ ჯაფარიძემ გაამწვავა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა.

ბოლოს ისევ ტირასპოლელები უტევდნენ, სახიფათო მომენტებიც შემქნეს, მაგრამ საბოლოოდ 0:0. მათ რიგებში კვლავაც ითამაშა უბერებელმა ვაჟა თარხნიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა