ირანის "მაჰრამის" ქართველმა კალათბურთელმა სათაურში დაწერილი ქულათა რაოდენობის დაგროვება 4 დღეში შეძლო
სათაური ომახიანი გამოვიდა, თუმცა სამი წერტილის ნაცვლად უნდა ჩავამატოთ: 4 დღეში. ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა" (ირანის ჩემპიონია) WABA-ს ლიგაზე ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გაიარა, გზად ოთხივე მეტოქე დაამარცხა. მეოთხედფინალში მაჰრამელთა მეტოქე A ჯგუფის მეოთხეადგილოსანი იორდანიული "არამექსი" იქნება.

"მაჰრამმა" B ჯგუფში პირველი მატჩი მასპინძელი ლიბანის "მუტაჰედთან" ჩაატარა და 106:73 გაიმარჯვა. 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 15 ქულა, 9 მოხსნა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა (24 წუთში).

მეორე შეხვედრა ცქიტიშვილის ბენეფისად იქცა, ერაყის "დუჰონის" ვერც ერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო "სკიტას" შეჩერება. მის ანგარიშზე 36 წუთში 29 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარებაა. ნიკამ 19 ორქულიანი ისროლა და 11 ჩააგდო, 4 სამქულიანიდან - 1, 6 საჯარიმოდან - 4.

"მაჰრამმა" "დუჰონი" 88:65 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომლის წინ ირანელები მხოლოდ 7 ქულის სხვაობით იგებდნენ.

მესამე შეხვედრაში "მაჰრამის" მოწინააღმდეგე იყო იორდანიის "ასუ", რომელიც ცქიტიშვილის თანაგუნდელებმა "ასო-ასო" აკუწეს - 87:57.

ცქიტომ ამჯერად ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, თუმცა მაინც ნაყოფიერად იშრომა: 17 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.

მაჰრამელებს ყველაზე მეტად მეოთხე შეხვედრაში გაუჭირდათ, რომელშიც კიდევ ერთ ლიბანურ კლუბ "ჩამპვილს" დაუპირისპირდა. მასპინძლები მესამე ათწუთეულის შემდეგ 33:52-ს აგებდნენ, თუმცა მეოთხე რაუნდში 19-ქულიანი დეფიციტი სამამდე დაიყვანეს. გამარჯვება მაინც ირანის ჩემპიონს დარჩა, 3 ქულის სხვაობით, 67:64 მოიგო.

ცქიტიშვილმა ყველაზე ნაკლები ლიბანელებთან ჩააგდო, თუმცა 10 ქულას ამჯერადაც ასცდა - 13 ქულა, 5 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება. 215 სმ სიმაღლის ქართველმა მოედანზე 34 წუთი გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა