22 წლის ქართველი ნახევარმცველი უკრაინულ გრანდთან ერთად ესპანეთშია და თამაშს მოუთმენლად ელის
დონეცკის "შახტარის" ქართველი ფეხბურთელი დავით თარგამაძე გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა. "შახტარი" იქ Copa del Sol– 2012-ის გათამაშებაში ჩაერთვება, პირველ მატჩს კი 30 იანვარს ნორვეგიულ "ოლესუნთან" გამართავს.

ცნობილია, რომ ჯერ მარიუპოლის "ილიჩივეცში" განათხოვრებული, შემდეგ კი მოულოდნელად დონეცკში დაბრუნებული 22 წლის გარემარბის უკრაინულ გრანდში საბოლოო დარჩენა-არდარჩენის საკითხი ესპანურ შეკრებაზე უნდა გაირკვეს. ამას დონეცკელთა მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ჩვენებურზე დაკვირვების შემდეგ გადაწყვეტს.

მანამდე კი თარგამაძემ დონეცკის "შახტარის" ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ახალ გუნდში გატარებულ პირველ დღეებზე ისაუბრა.

- დავით, როგორ ჩაიარა "შახტარში" შენი ყოფნის პირველმა დღეებმა, როგორ მიგიღო კოლექტივმა?

- გმადლობთ, კარგად. უკვე მეოთხე დღეა ამ გუნდში ვარ და ყველაფერი რიგზეა.

- ძალიან კარგი. თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტად ვის დაუახლოვდით?

- ჰენრიხ მხითარიანს.

- დაბინავებული ვისთან ერთად ხართ?

- ჯულიუს აგაჰოვასთან.

- უცხოურ ენებს ფლობთ?

- დიახ და ჯულიუსს ინგლისურად ვესაუბრები.

- სამწვრთნელო შტაბთან შენი ურთიერთობა როგორ წარიმართა?

- მწვრთნელები მეხმარებიან, ტაქტიკურ მითითებებს მაძლევენ.

- "ილიჩივეციდან" "შახტარში" დაბრუნება შენთვის მოულოდნელი იყო?

- რა თქმა უნდა, მე ხომ გუნდთან ერთად უკვე იალტაში შეკრებაზე ვიმყოფებოდი, როდესაც "ილიჩივეცის" სპორტულმა დირექტორმა მაცნობა, რომ მე სხვა შეკრებაზე მომიწევდა გამგზავრება - "შახტართან" ერთად.

- რა გრძნობა დაგეუფლა, როდესაც ეს ამბავი შეგატყობინეს?

- ყველაფერი შეკრების დასრულების შემდეგ გაირკვევა, როდესაც სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს დავრჩები თუ არა გუნდში მომავალშიც. ჩემი მხრიდან იმას თქმა შემიძლია, რომ სულმოუთმენლად ველი დღევანდელ მატჩს, მოედანზე გასვლისა და თავის წარმოჩენის შესაძლებლობას.

- დავით, როგორ მოხდა, რომ გერმანიიდან უკრაინაში გადაბარგდი?

- თავდაპირველად "ფრაიბურგთან" ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, რომელიც კიდევ ორი წლით გავახანგრძლივეთ. თუმცა, შემდეგ პრობლემები შეიქმნა, გუნდი დავტოვე და საქართველოში დავბრუნდი. სწორედ მაშინ მივიღე წინადადება "ოლექსანდრიადან", რასაც დავთანხმდი, რადგან არ მინდა საქართველოს ჩემპიონატში თამაში.

- უკრაინაში ყურადღება სწრაფად მიიპყარი. როგორ გაიგე, რომ შენით "შახტარი" ინტერესდებოდა?

- სეზონის პირველი ნახევრის ბოლოს ამის შესახებ "ოლექსანდრიას" პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავერნკომ მაცნობა. ძალიან გამიხარდა. შემდეგ შევხვდი "შახტარის" წარმომადგენელს და უკვე ერთ კვირაში კლუბთან კონტრაქტიც გავაფორმე.

- თავიდანცე იცოდი, რომ "ილიჩივეცში" იჯარით გაგიშვებდნენ?

- დიახ. ამის შესახებ მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ სამ თვეს იჯარით მარიუპოლის გუნდში გავატარებდი, შემდეგ კი "შახტარში" დავბრუნდებოდი.

- 99-ნომრიანი მაისურა თავად შეარჩიე?

- დიახ. საერთოდ, 9-იანი მომწონს, მაგრამ ის უკვე დაკავებულია და ამიტომ არჩევანი 99-ზე შევაჩერე.

- დავით, გუნდის ძირითადში მოსახვედრად, თანაგუნდელთაგან რომელს განიხილავ კონკურენტად?

- ჯერჯერობით არცკი ვიცი, მწვრთნელი მოედანზე რომელ პოზიციაზე დამაყენებს და რა ფუნქციების შესრულებას დამაკისრებს. ისე, ყველაზე მეტად ნახევარდაცვის მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე თამაში მიყვარს, თუმცა ადრე თავდამსხმელების უკან, ცენტრშიც მითამაშია.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა