ჟოზე მოურინიომ გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაამატა. მართალია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, მაგრამ ეს შენამატი ტრანსფერს არ უკავშირდება

ჟოზე მოურინიომ გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაამატა. მართალია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, მაგრამ ეს შენამატი ტრანსფერს არ უკავშირდება - განსაკუთრებულმა მისთვის საჭირო ფეხბურთელი სარეზერვო გუნდში, "რეალ მადრიდ კასტილიაში" აღმოაჩინა - დავიდ მატეოს რამახო. 23 წლის მატეოსი უკვე პირველი გუნდის წევრია, სადაც 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჯერ კიდევ დრენტესა და ვან დერ ვაარტის წასვლამდე სურდა მოურინიოს მატეოსის დამატება: "სამწუხაროა, რომ მისი გამოყენება არ შემიძლია. მისი თამაში ძალიან მომწონს და მალე პირველი გუნდის ფეხბურთელად ვაქცევ", - თქვა პორტუგალიელმა და სიტყვაც აასრულა: როგორც კი ჰოლანდიელმა ვან დერ ვაარტმა ბოლო, 25-ე ადგილი გამოათავისუფლა ლა ლიგის განაცხადში, მოურინიომ იქ მატეოსი შეიყვანა.

კვირის დასაწყისში დავიდ მატეოსმა კარიერაში პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა "რეალთან". 15-ნომრიანი მაისური მას დრენტესგან ერგო. მესუთ იოზილმა ვან დერ ვაარტის 23-ნომრიანი მაისურა მოიზომა. ახლა "ლოს ბლანკოს" შემადგენლობაში 10 ესპანელია აქედან 5 კანტერას აღზრდილი.

დავიდ მატეოსს "რეალის" პირველ გუნდში დებიუტი 3 აპრილს ჰქონდა "რასინგთან" მატჩში. მატეოსი 12 წლის ასაკიდან "რეალშია". ის 185 სმ სიმაღლის ცენტრალური მცველია.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა