მოურინიო განსხვავებული ტიპის მწვრთნელია, ის პრობლემას არ გაურბის და არც ჟურნალისტებს. კითხვებზე ნათელ, რეპორტიორებს ხშირად მჭახე პასუხებს აძლევს...

რატომ არის მოურინიო რეალისთვის იდეალური მწვრთნელი...
ამ დღეებში მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო ესპანური, და არა მარტო ესპანური, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი ცხადია - "განსაკუთრებულს" "სამეფო კლუბის" თავკაცის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოუვიდა განსაკუთრებული - "რეალმა" ვერ მოუგო წინა სეზონთან შედარებით დასუსტებულ "მალიორკას", თამაშით კი აჯობა მეტოქეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ "ონო ესტადიზე" ბევრი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი შექმნა - ორი-სამჯერ გატანა გონსალო იგუაინს მართებდა და სულ ეს არის...

მოურინიო განსხვავებული ტიპის მწვრთნელია, ის პრობლემას არ გაურბის და არც ჟურნალისტებს. კითხვებზე ნათელ, ხშირად მჭახე პასუხებს აძლევს რეპორტიორებს. ამიტომაც მისი ინტერვიუები მუდამ საინტერესო წასაკითხია. ჩვენ შევეცადეთ ამოგვეკრიფა მოუს საინტერესო ფრაზები სხვადასხვა გამოცემებისთვის მიცემული ინტერვიუებიდან. "რეალის" ოფიციალური საიტით დავიწყოთ:

"არა აქვს მნიშვნელობა, როგორ დაიწყებ! მთავარია, როგორ დაასრულებ. ეს არის ჩემი გუნდი და ჩვენ შევეცდებით ყველაფერი მოვიგოთ. ჩვენ ამბიციურები ვართ, ჩვენ "რეალ მადრიდი" ვართ ".

"მსურს ცრუმორწმუნე ხალხს ვუთხრა - "პორტუსა" და "ინტერში" ყველა სეზონი ფრით დავიწყე, მაგრამ ბევრი ტიტული მოვიგე. განსაკუთრებული ტრაგიზმით პირველ ფრეს არ აღვიქვამ. ჰიპოკრიტე არა ვარ, ამიტომ ვამბობ, რომ მოგება მეც ძალიან მსურდა, მაგრამ რეალობას არ გავურბივარ".

"გუნდს 10 ვარჯიშიც კი არ ჩაუტარებია ჯერ ერთად. უნდა ვაცადოთ ხედირასა და იოზილს, შეეგუონ ახალ კლუბს, მათი აკლიმატიზაცია ესპანეთში ნელა მიმდინარეობს".

"ამ გუნდში იმიტომ გადმოვედი, რომ რთული სამუშაო მიტაცებს. აქ იმიტომ ვარ, რომ "რეალს" სჭირდება სტაბილურობა, ერთხელ და სამუდამოდ".

"მიყვარს, როცა ყველა, ჩემი ჩათვლით, წნეხის ქვეშაა. მოდუნების უფლებას არავის მივცემ. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე ბრძოლა მიმდინარეობს".

მოურინიოსთან ინტერვიუ "დიარიო ას-მაც" გააკეთა:

"მე ვარ მწვრთნელი, ხოლო ჰარი პოტერი ჯადოქარია. ჯადოქრობა ფიქციაა, ხოლო მე ვწვრთნი საფეხბურთო გუნდს, სავსებით რეალური საქმით ვარ დაკავებული. ჩვენს შორის დიდი სხვაობაა - მე არა ვარ ჰარი პოტერი".

"იდეალური პერსონა ვარ "რეალისთვის", იმიტომ რომ არაფრის მეშინია. მზად ვარ "სამეფო კლუბისთვის" დავიხარჯო".

"ხედირასა და იოზილის საქმე ცუდადაა - ისინი ვერ ლაპარაკობენ ესპანურად. მხოლოდ "ბუენოს დიას" და "ოლა" ისწავლეს, ეს კი მეტისმეტად ცოტაა. ისინი ინგლისურადაც კი ვერ საუბრობენ. მათი მონაწილეობა "რეალის" სოციალურ წრეში ნულის ტოლია - იოზილი ცხოვრობს ხედირასთან ერთად და ხედირა ცხოვრობს იოზილთან".

უეფას მწვრთნელთა ფორუმზე ნიონში:

"კრიშტიანო რონალდო არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ყვინთვის გამოცდილება არა აქვს - ის არ სიმულიანტობს, იმიტომ რომ ბრიტანული ყაიდის ფეხბურთელია, ფერგიუსონმა გაზარდა. არადა სიმულიანტებს მეტი დაცვა აქვთ მსაჯებისგან, ვიდრე კრიშტიანოს დარ ტექნიკურ ფეხბურთელებს. მცველები ხშირად ურტყამენ განზრახ რონალდოს და მსაჯები მათ იშვიათად სჯიან ბარათებით"

"გაძეტა დელო სპორტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში:

"ზლატანი და რობინიო პატოსთან ერთად "მილანში" საოცარ შემტევ ხაზს შექმნიან. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს. თუმცა არ ვიტყოდი, რომ სკუდეტო "მილანისაა". მოდით, ვთქვათ ასე - "ინტერს" ღირსეული მეტოქე გაუჩნდა. "ფორცა ნერაძური", მინდა მათ ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა. მორატისთან ახლაც ყოველ კვირა ვლაპარაკობ ტელეფონით".

"მე პროფესიონალი ვარ და როცა ჩემი კარიერის ერთ თავს ვხურამ, მასზე აღარ ვფიქრობ დანანებით".

"ვის ეკუთვნის "ოქროს ბურთი"? არავითარ შემთხვევაში ანდრეს ინიესტას, მერე რა რომ სეზონის უმთავრესი გოლი მან გაიტანა. გაიხსენეთ, ნახევარი სეზონი ანდრესს ტრავმის გამო არ უთამაშია. არც დიეგო ფორლანს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად ითამაშა და ევროპის ლიგაც მოიგო, მაგრამ გახსოვთ "ატლეტიკო" ხომ ჯგუფური ეტაპიდან გავარდა. მაშ ვის? - ვესლი სნეიდერს! ჰოლანდიელი ყველაზე მეტად იმსახურებს ამას. რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. მას მერე ჩავის ვასახელებ".

ლელო

ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა