"ვოლგადან" წამოსული 23 წლის ქართველი გორის "დილაში" ვარჯიშობს
გავრცელდა ხმები, თითქოს თბილისის "დინამომ" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" თავდამსხმელი მათე ვაწაძე დაიმატა. ინფორმაცია გერმანულ სააგენტო "ტრანფერმარკტზეც" იყო, "ვოლგას" ნაცვლად, მათეს გუნდის გრაფაში "დინამო" ეწერა.

ეს ინფორმაცია თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიასთან გადავამოწმეთ. მან ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დაადასტურა, მაგრამ აღარ დაუკონკრეტებია, ტრანსფერი რეალურია თუ არა. მათე კი გუშინ თურქეთში ისევ გორის "დილასთან" ერთად ვარჯიშობდა და როგორც გუნდის პრესატაშე ზურაბ კარტოზიამ გვითხრა, მეორე წრეში გორში ითამაშებს.

სავარაუდოდ, 23 წლის ქართველი თავდამსხმელი მალე თავისუფალი აგენტი გახდება. ვაწაძეს, ისევე როგორც ნიჟნელთა ქართველ ფეხბურთელებს, კლუბთან ფინანსური პრეტენზიები გააჩნია, მაგრამ სარჩელზე თავის შეკავების საფასურად, კლუბის ხელმძღვანელობა გათავისუფლების ფურცელს სთავაზობს.

ცნობილია, რომ ალბანურ "ტეუტასთან" მატჩში ვაწაძე დაშავდა, მაგრამ თანაგრძნობისა და მკურნალობის ნაცვლად, კარზე მიუთითეს და ტრანსფერზე დააყენეს. შევიტყვეთ, რომ მათე უკვე მომჯობინდა, მაგრამ "დილას" მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე სიფრთხილეს იჩენს და ჯერ არ ტვირთავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა