თურქულ სუპერლიგაში გამართულ ტურის მატჩში ქართველის გაწვრთნილმა "ქაისერისფორმა" "ბეშიქთაში" 1:0 დაამარცხა
თურქულ სუპერლიგაში გუშინ ტურის ბოლო მატჩი გაიმართა - შოთა არველაძის "ქაისერისფორმა" მესამეადგილოსან "ბეშიქთაშს" უმასპინძლა და სახელოვანი მეტოქე 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი პირველივე წუთზე გაიტანა ქაისერელთა ავსტრალიელმა ფორვარდმა ჯეიმს ტროისიმ. ზურაბ ხიზანიშვილი "ქაისერის" 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა, რისი მიზეზიც ტრავმა უნდა იყოს. ამ გამარჯვებით ქართველთა გუნდმა მე-10-დან მე-8 საფეხურზე გადაინაცვლა.

გუშინვე ანთალიაში ბაქოს "ინტერმა" ამხანაგურად 2:1 დაამარცხა გრაცის "შტურმი". მე-40 წუთზე ბაჩანა ცხადაძემ თერთმეტმეტრიანით ანგარიში 2:0 გახადა. "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში მის გარდა იყვნენ გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე და ილია კანდელაკი. შტურმელი გიორგი ფოფხაძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

ინფორმაცია, რომელიც ქართულ ლეგიონს ირიბად უკავშირდება - ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ყურბან ბერდიევმა. მის ხელში არაერთ ქართველ ფეხბურთელს გაუვლია, რომელთა დიდი ნაწილის წინსვლაში ამ მაღალი დონის სპეციალისტმა დიდი წვლილი შეიტანა. ბერდიევმა ამ თანამდებობაზე 10 წელიწადზე მეტი გაატარა და ყაზანში ეპოქა შექმნა - იმდენი შეძლო, რომ "რუბინი" ჯერ რუსეთის ზედა ლიგაში გადაიყვანა, შემდეგ კი ორჯერ გააჩემპიონა. ბერდიევის კარიერის ყველაზე შთამბეჭდავი მატჩი, ალბათ, "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" დამარცხება იყო.

შეგახსენებთ, "რუბინის" პირველ გუნდში დღეისთვის ერთი ქართველია - საბა კვირკველია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა