ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ზესტაფონი" "დნიპროსთან" სპარინგისთვის გაემზადა

"ზესტაფონი" "დნიპროსთან" სპარინგისთვის გაემზადა

ესპანურ შეკრებაზე მყოფი ზესტაფონელები ფიზიოთერაპიის ბელგიელმა სპეციალისტმა, ჟუსენ კუნმა მოინახულა
მესამე დღეა, "ზესტაფონი" ესპანურ შეკრებაზეა და ორჯერადი ვარჯიშის რეჟიმზეც გადავიდა. სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები სხვადასხვა სათამაშო და ფუნქციური ხასიათის კომპონენტზე მუშაობენ. აქცენტი კეთდება ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზეც.

ბოლო წვრთნებს ზურაბ მენთეშაშვილი და ფეროელთა ახალწვეული გურამ სამუშია დააკლდნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

"ზესტაფონს" ესტეპონაში ფიზიკური მომზადებისა და ფიზიოთერაპიის ბელგიელმა სპეციალისტმა, ჟუსენ კუნმა ჩააკითხა. იგი სახელგანთქმული თანამემამულე ქირურგის, დოქტორ მარტენსის კლინიკასთან თანამშრომლობს და ცოტა ხნის წინ გიორგი ხიდეშელისა და ზურაბ მენთეშაშვილის სარეაბილიტაციო პერიოდის მიმდინარეობას კურირებდა.

ხიდეშელსა და მენთეშაშვილს ძველი პრობლემები, ფაქტობრივად, აღარ ახსოვთ. კუნის ვიზიტის მთავარი მიზანი "ზესტაფონის" ნიგერიელი ახალწვეულის, აბაიომი ოვონიკოკოს მდგომარეობის მონიტორინგი და შემდგომი სარეაბილიტაციო გეგმის შედგენა იყო. შეგახსენებთ, ხიდეშელის მსგავსად, მუხლის ჯვარედინი მყესების ოპერაცია ოვონიკოკოსაც მარტენსმა გაუკეთა, ოღონდ, თუ ხიდეშელი ამ საქმისთვის ბელგიაში ჩავიდა, სავიზო პრობლემების გამო თბილისში დარჩენილ ნიგერიელს ცნობილმა ქირურგმა აქ ჩამოაკითხა.

კუნი მისი კონდიციებით კმაყოფილი დარჩა და იომის ახალი დავალებები მისცა. ბელგიელი სპეციალისტის ვარაუდით, იგი საერთო ჯგუფს მალე შეუერთდება.

დღეს კი მარბელას საფეხბურთო ცენტრში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პირველ ესპანურ სპარინგს გამართავს - მისი მეტოქე დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება და ქართველ გულშემატკივრებს მისი ნახვა ინტერნეტის მეშვეობით შეეძლებათ.

"დნიპრო" ჩვენთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი კლუბია, მაგრამ მის შესახებ მცირე ინფორმაციას მაინც მოგაწვდით.

დნეპროპეტროვსკელებს ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ხუანდე რამოსი წვრთნის, რომელმაც "სევილიას" ევროპის ლიგა ორჯერ მოაგებინა და გარკვეული პერიოდი მადრიდის "რეალშიც" გაატარა.

ვერ ვიტყვით, რომ მიმდინარე სეზონში "დნიპრო" წარმატებით ასპარეზობს - უკრაინის ჩემპიონატში დღეისთვის მეოთხეა და ლიდერ კიევის "დინამოს" 19 ქულით ჩამორჩება, უკრაინის თასს კი მერვედფინალიდან გამოეთიშა. ცხადია, ეს შედეგები "დნიპროს" ამბიციებს არ შეეფერება.

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ხორვატიის ნაკრების წევრი ნიკოლა კალინიჩია. "დნიპროს" ღირსებას უკრაინის ნაკრების არაერთი წევრი იცავს, ლეგიონერთაგან კი, კალინიჩის გარდა, გამოსარჩევნი არიან ჩეხი მეკარე იან ლაშტუვკა და განელები - სამუელ ინკუმი და დერეკ ბოატენგი.

"დნიპრო" 1993 წელს უკრაინის ჩემპიონი გახდა, მას შემდეგ კი ქვეყნის თასი სამჯერ მოიგო. გასული საუკუნის 80-იან წლებში დნეპროპეტროვსკელები 2-ჯერ გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და ერთხელაც - თასის მფლობელები.

ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, ბექა გოცირიძე, სანდრო კობახიძე - ეს ის ქართველები არიან, რომლებსაც სხვადასხვა დროს და მეტ-ნაკლები წარმატებით უთამაშიათ "დნიპროში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა