4-5 თებერვალს, პარიზის "დიდ მუზარადზე" გამოსვლას ირაკლი ცირეკიძე მტკივანი ნეკნის გამო ვერ შეძლებს
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 4-5 თებერვალს პარიზის "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს: ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა (66), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (ორივე - 90), ლომერ ჟორჟოლიანი (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).

თავდაპირველ განაცხადში ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ირაკლი ცირეკიძეც (100) იყვნენ, მაგრამ პირველი ამ ეტაპზე დაასვენეს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს კი ჯერაც აწუხებს დეკემბერში, ძიგორო კანოს მემორიალზე ნატკენი ნეკნი.

ჯერჯერობით არაა ცნობილი 11-12 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში წასაყვანი გუნდი - შესაძლოა, ამაში გარკვეული კორექტივები პარიზულმა შეჯიბრებამაც შეიტანოს, მაგრამ ტატალაშვილი და ამ უქმეებზე თბილისის მსოფლიოს თასის კიდევ ერთი გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (66) მწვრთნელმა უფრო იმ შეჯიბრებისთვის შემოინახა. ის პარიზთან შედარებით უფრო დაბალი რანგის ტურნირია და წარმატების შანსიც მეტია, ამათ კი სალიცენზიო ქულები სჭირდებათ.

მართალია, ტატალაშვილი თბილისში გამარჯვებით უკვე შევიდა სალიცენზიო 22-კაციან სიაში - XX ადგილზეა, მაგრამ ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა და მშვიდი ძილის უფლება ჯერაც არ აქვს, შავდათუაშვილს კი მთელი ბრძოლა წინ ელოდება. ჯერჯერობით მის ანგარიშზე 124 ქულაა, რაც მსოფლიოს რეიტინგში 61-ე ადგილია. თუ კიდევ ერთ მსოფლიოს თასზე იმარჯვებს, 224 ქულა გაუხდება და სალიცენზიო 22-კაციან ზონასაც დაუახლოვდება.

თუმცა ჯერ დაველოდოთ, რას იზამს ამ წონაში ქარდავა, რომელსაც მწვრთნელები პარიზში კიდევ ერთ შანსს აძლევენ. ამ ტურნირის დასრულების შემდეგ პარიზში ერთობლივი წვრთნები ჩატარდება, რომელშიც 5 ქართველიც მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ მათ ვინაობას ზაიზენბახერი შეჯიბრების შემდეგ დაასახელებს შედეგებიდან გამომდინარე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა