გასულ უქმეებზე Trophee Andros - ყინულის ტრასებზე პოპულარული სარბოლო სერია დასრულდა
გასულ უქმეებზე დასრულდა Trophee Andros - ყინულის ტრასებზე პოპულარული სარბოლო სერია, რომელშიც გამარჯვება ალენ პროსტმა მოიპოვა.

ლეგენდარული ფრანგი სპეციალურად მომზადებული მინივენით (Dacia Lodgy Glace) გამოდიოდა. ეს ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონის მესამე ტიტულია. სხვათა შორის წელს პროსტის პარტნიორები იყვნენ მისი ვაჟი ნიკოლა და ყინულის ტრასებზე გამოცდილი მრბოლელი ევანს სტივერნარტი.

"ეს განსაკუთრებული გამარჯვებაა, რადგან მინივენით გამოვდიოდით, რაც არ არის იოლი, - განაცხადა პროსტმა. - მინდა მადლობა გადავუხადო მთელს გუნდს, განსაკუთრებით ევანსსა და ნიკოლას. ჩვენ რომ მეორე მანქანა არ გვყოლოდა, წელს Trophee Andros-ს ვერ მოვიგებდით, რადგან სეზონის ბოლოს ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო".

ამასობაში, ფორმულა 1-ის კიდევ ერთმა ყოფილმა ჩემპიონმა ჟაკ ვილნევმა სერიის ორგანიზატორები შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.

"რადიო მონტე კარლოს" ეთერში კანადელმა განაცხადა, რომ ორგანიზატორები ეხმარებოდნენ ალენ პროსტს. კერძოდ, მათ ფრანგს ბოლო ეტაპის დროს მომხდარი ავარიის შემდეგ მანქანის შეკეთების უფლება მისცეს.

"მივხვდით, რომ ჩვენ არა Trophee Andros-ზე, არამედ ალენ პროსტის სახელობის თასზე გამოვდიოდით, - განაცხადა ვილნევმა. - მეეჭვება, რომ აქ კიდევ გამოვიდე. ეს სპორტის არ არის".

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, 2011-12 წლების სეზონში ვილნევმა Skoda Fabia-ს მანქანით მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა. უფრო წარმატებულები იყვნენ ფორმულა 1-ის სხვა ყოფილი პილოტები. მაგალითად, ოლივიე პანისმა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა, ფრანკ ლაგორსმა - მეექვსეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა