ამ კვირას ჩოგბურთის მოყვარულებს სამი ტურნირის მსვლელობას შეუძლიათ მიადევნონ თვალი
ამ კვირას ჩოგბურთის მოყვარულებს სამი ტურნირის მსვლელობას შეუძლიათ მიადევნონ თვალი. სამივე შეჯიბრი მამაკაცებისაა, რადგან ქალებს კვირის ბოლოს ფედერაციის თასის მეოთხედფინალი ელით.

ATP

Open Sud de France

მონპელიე (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 450 000 ევრო

მონაწილეები: ტომაშ ბერდიხი, ჟილ სიმონი, გაელ მონფილსი, რიშარ გასკე, ფელისიანო ლოპესი, ფლორიან მაიერი...

ტურნირის მოქმედი ჩემპიონია გაელ მონფილსი, რომელმაც შარშან ფინალში ივან ლუბიჩიჩი დაამარცხა. ფრანგმა კარგად დაიწყო ახალი სეზონი - კატარის ტურნირის ფინალში გააღწია, თან გზად რაფა ნადალი დაამარცხა - 6:3, 6:4. კარიერაში მეხუთე ტიტულის მოპოვებაში მას ხელი თანამემამულე ჟო-ვილფრიდ ცონგამ შეუშალა. ავსტრალიის ღია პირველობაზე კი მონფილსმა მოულოდნელად წააგო მესამე წრეში მიხაილ კუკუშკინთან.

მონპელიეში ტიტულის ერთ-ერთ მთავარ მაძიებლად ტომაშ ბერდიხი უნდა მოვნათლოთ, რომლისთვისაც ეს სადებიუტო გამოსვლა იქნება ამ ტურნირზე. ჩეხი ჩოგბურთელი საფრანგეთში ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ნადალთან გამოვარდის შემდეგ ჩადის.

რიშარ გასკე მონპელიეს ყოფილი ჩემპიონია - მან აქ 2006 წელს მოიპოვა ტიტული. ახალი სეზონი გასკემ სიდნეიში დაიწყო, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ დენის ისტომინთან დამარცხდა. მან მელბურნშიც ნორმალურად იასპარეზა - მერვედფინალში გავიდა, სადაც დავიდ ფერერთან წააგო.

ჟილ სიმონისთვისაც ნაცნობია მონპელიეს კორტები - მას აქ ორჯერ (2008, 2009) უთამაშია ნახევარფინალში. ახალ სეზონში ფრანგის დებიუტი ბრისბენში შედგა - იქ მან ნახევარფინალი წააგო უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვთან. ჟილის გამოსვლა ავსტრალიის ღიაზე ძალიან წარუმატებელი იყო - მეორე წრეში დამარცხდა თანამემამულე ჟულიან ბენეტოსთან.

PBZ Zagreb Indoors

ზაგრები (ხორვატია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 450 000 ევრო

მონაწილეები: ივან ლუბიჩიჩი, ალექს ბოგომოლოვი, მიხაილ იუჟნი, ივან დოდიგი, ანდრეას სეპი, მარკოს ბაღდატისი...

შარშან, ზაგრების ტურნირზე გამოსვლა ყველაზე წარმატებული იყო ივან დოდიგის კარიერაში - სწორედ აქ მოიგო მან კარიერაში პირველი ტიტული და ახლა, ამ წარმატების გამეორებას შეეცდება, თუმცა მისთვის ხელის შეშლას შეეცდება ამ ტურნირის მუდმივი მონაწილე ივან ლუბიჩიჩი, რომელსაც 2006 წელს მთავარი პრიზი აქვს მოგებული, 2007 და 2008 წლებში კი ფინალამდე გადიოდა. გარდა ამისა, ავსტრალიის ღია პირველობაზე წარუმატებელი გამოსვლის გამო რეაბილიტაციას ეცდებიან მიხაილ იუჟნი და მარკოს ბაღდატისი - ისინი მელბურნში, შესაბამისად, პირველი და მეორე წრიდან გამოეთიშნენ ბრძოლას.

VTR Open

ვინია დელ მარი (ჩილე). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 000 დოლარი

მონაწილეები: ხუან მონაკო, ხუან იგნასიო ჩელა, ტომაშ ბელუჩი, პაბლო ანდუხარი, ალბერტ მონტანიესი, სანტიგო ხირალდო...

მოქმედმა ჩემპიონმა ტომი რობრედომ, რომელმაც შარშანდელი ფინალი სანტიაგო ხირალდოს მოუგო, ტიტულის დაცვაზე უარი ტრავმის გამო თქვა. ესპანელის არყოფნაში ხირალდოს აქვს კარიერაში პირველი ტურნირის მოგების შანსი.

განთესვის ლიდერი ხუან მონაკო მეშვიდედ მიიღებს მონაწილეობას ტურნირში. ის ორჯერ იყო ნახევარფინალში - 2008 წელს გონსალესთან წააგო, 2010-ში - ბელუჩისთან. შესაძლოა, ამჯერად მან შეწყვიტოს უტიტულო სერია, რომელიც 2007 წლიდან იღებს სათავეს.

ტურნირის კიდევ ერთი ვეტერანია - ხუან იგნასიო ჩელა. ის ვინია დელ მარში მეათედ ცდის ძალებს, თუმცა მეოთხედფინალზე შორს აქ არასოდეს გასულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა