დღეს იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს და ტალინში ესტონეთის უმთავრეს გუნდს დაუპირისპირდება...

დღეს იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს და ტალინში ესტონეთის უმთავრეს გუნდს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის "აძურას" პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩეზარე პრანდელის თავკაცობით, იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში მაინც საკლუბო თემატიკა და სატრანსფერო საკითხები რჩება. განსაკუთრებულად აქტუალური ზლატან იბრაჰიმოვიჩის და რობინიოს "მილანში" გადაბარგებაა, თუმცა ეს თემა სხვა დროს განვავრცოთ და იტალიის უმთავრეს გუნდს დავუბრუნდეთ.

როგორც ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, შესარჩევი ეტაპის პირველი ორი მატჩისთვის პრანდელიმ უარი თქვა ეგრეთ წოდებულ ახალ იტალიელებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდნენ - შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც: კარვალიო ამაური, კრისტიან ლედესმა, ტიაგო მოტა, მაურო სარატე. მარიო ბალოტელიც უნდა ვახსენოთ, რომელსაც ფესვები განიდან აქვს და შეეძლო ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი. პრანდელიმ არც ერთი მათგანი არ გამოიძახა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სინიორ ჩეზარე სრულიად ახალი გუნდის მშენებლობას იწყებს. სიაში არაერთი დებიუტანტია, მაგალითად: ანტონელი "პარმადან", დე სილვესტრი "ფიორენტინადან", გასტალდელო "სამპდორიადან", მოლინარო "შტუტგარტიდან", ლაძარი "კალიარიდან". ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც შანსი მიეცათ და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

მთავარი სასაუბრო თემა კი ანტონიო კასანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ, რადგან "სამპდორიას" ფორვარდს ტრავმა აწუხებდა. ორიოდე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კასანოს როგორც მინიმუმ პირველი შეხვედრის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ ახალი ცნობა რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის: ანტონიო სრულ მზადყოფნაშია და ტალინში პირველივე წუთებიდან გამოჩნდება მინდორზე. კაცმა რომ თქვას, ეგ პრანდელის გადასაწყვეტია ვინ რომელი წუთიდან ითამაშებს, მაგრამ "გაძეტას" როგორც ყოველთვის თავისი ვერსია აქვს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, სინიორ ჩეზარე 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე კასანოსთან ეერთად, ჯამპაოლო პაცინისა და ფაბიო კვალიარელას გაამწესებს.

ნახევარდაცვის სამეულს სავარაუდოდ ანდრეა პირლო, დანიელე დე როსი და რიკარდო მონტოლივო დააკომპლექტებენ, დაცვის ოთხეულის გამოცნობა კი შედარებით რთული გახლავთ - კიელინიმ და ბონუჩიმ წესით ცენტრი უნდა გაამაგრონ, ფლანგებზე კი მოლინაროს და კასანის ენიჭებათ უპირატესობა. ცალკე სალაპარაკო თემაა სამეკარეო საკითხი, რადგან ჯანლუიჯი ბუფონის ღირსეული შემცვლელის პოვნა რბილად რომ ვთქვათ მეტად რთული საქმეა. პრანდელიმ პირველ ნომრად "პარმას" კიპერი ანტონიო მირანტე ჩაწერა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარს აუცილებლად ემილიელი დაიცავს. იმავე "გაძეტას" ვარაუდით, უპირატესობა სიცილიელ სალვატორე სირიგუს მიენიჭება.

ბევრს ეგონა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვეტერანები ნაკრებიდან წასვლის შესახებ გააკეთებდნენ განცხადებას, მაგრამ ასე არ მოხდა - მაგალითად, ანდრეა პირლო კვლავ ენთუზიაზმით არის აღსავსე და სურს ეროვნულ გუნდში რაც შეიძლება დიდ ხანს ითამაშოს:

"სანამ ფეხბურთის თამაში შემიძლია, ნაკრებში ასპარეზობაზე უარს არ ვიტყვი. ეროვნულ გუნდში თამაში ჩემთვის დიდი პატივია და ამაზე უარის თქმის სურვილი არ მაქვს. ნაკრებისთვის გამოუსადეგარი რომ ვიყო, პრანდელი ნამდვილად არ გამომიძახებდა - ასე რომ, ვერ ვხვდები რატომ უნდა ვთქვა "აძურაში" თამაშზე უარი. რაც შეეხება მომდევნო ორ პაექრობას, ერთი წუთითაც არ უნდა დავუშვათ რომ ექვსი ქულის მოპოვებას იოლად შევძლებთ, რადგან დღეს ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა. ჩემი აზრით, მუნდიალზე სწორედ მეტოქეთა შეუფასებლობამ დაგვღუპა და იგივე შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ".

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება