კოპა დელ რეი. 1/2 ფინალი. I მატჩები
"ბარსელონამ" ერთი, დიდი ნაბიჯი უკვე გადადგა ესპანეთის "სამეფო თასის" 26-ედ მოპოვებისკენ - გზიდან ჩამოიცილა თასის მფლობელი "რეალი". ახლა კატალონიელთა წინაშე კიდევ ერთი წინაღობაა - "ვალენსია" და ფინალიც გამოჩნდება. პირველი მატჩი "მესტალიაზეა".

"ვალენსიამ" თასი ბოლოს 2008 წელს მოიგო, "ბარსელონამ" - 2009-ში და ეს სწორედ "მესტალიაზე" მოახერხა. თუმცა ამჯერად გაუჭირდება ამ სტადიონიდან პოზიტიური შედეგის "წაღება" - "მესტალია" ხომ "ლოს ჩეს" ბასტიონია!

სათასო ბატალიის წინ ორივე გუნდის თავკაცს ერთი რამ აერთიანებს - საკადრო კრიზისი, უნაი ემერის და ხოსეპ გვარდიოლას მთავარი სადარდებელი გავსებული ლაზარეთებია.

"ვალენსიას" პრობლემებით დავიწყოთ - კანტაბრიაში "ღამურების" თურქ ნახევარმცველ მეჰმეთ თოპალს ისეთი რამ დაემართა, დღეს თამაშს ვინ ჩივის - სიკვდილს ჩახედა თვალებში, მატჩში, რომელიც 2:2 მორჩა, მეჰმეთი ჰაერში "რასინგის" ნახევარმცველ პაპა დიოპს შეეჯახა, გონება დაკარგა და მთელი ღამე ჰოსპიტალში გაატარა.

თურქი კონტუზიით "გამოძვრა", თუმცა, "მესტალიაზე", რა თქმა უნდა, ვერ ითამაშებს. საეჭვოა, "რასინგთან" მატჩის კიდევ ერთი მსხვერპლის, ევერ ბანეგას თამაშიც. ბანეგამ კანტაბრიაში ვერ შეძლო მატჩის ჩამთავრება, რადგან ფეხი დაიშავა. საეჭვოა მცველების, ადილ რამისა და მიგელის თამაშიც.

ახლა პეპის გასაჭირიც ჩამოვთვალოთ: ვილიას და აფელაის, ჯერ ინიესტა დაემატა, შემდეგ - პედრო. სეიდუ კეიტა კი ისევ აფრიკის ერთა თასზეა. კიდევ კარგი, დროულად გამოჯანმრთელდა ალექსის სანჩესი, თორემ გვარდიოლას შეტევაში დიდი გადაადგილებები დასჭირდებოდა. ჟერარდ პიკეს მუხლი ტკიოდა, თუმცა ის, ალბათ ითამაშებს.

IN: ბარსას "ტრანსფერი" I

გუშინ ისააკ კვენკამ უკანასკნელად ივარჯიშა, როგორც "ბარსას" სარეზერვო კლუბის წევრმა, საღამოს მან ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და პირველი გუნდის წევრი ოფიციალურად გახდა. 20 წლის შემტევმა 2015 წლის ივნისის ჩათვლით გააფორმა ხელშეკრულება.

ახლა კვენკას გამოსასყიდი ფასი 20 მილიონი ევროდან იწყება. "ბავშობის უმთავრესი ოცნება ამიხდა", - განუცხადა მან "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს.

OUT: ბარსას "ტრანსფერი" II

გუშინ "ბარსელონამ" კონტრაქტი შეუწყვიტა ბელარუს ალიაქსანდრ ჰლებს, რათა ამ უკანასკნელს ფორმალური საკითხები მოესწრო და "ოლიმპიაკოსში" გადასულიყო.

ამ შეთანხმებამდე ორივე მხარე ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მივიდა. ჰლებისთვის ყველაზე უიღბლო 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო, როცა "არსენალის" კაშკაშა ვარსკვლავმა "ბარსელონასთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჰლები ძირითადად იჯარით თამაშობდა, "შტუტგარტში", "ბირმინგემში" და "ვოლფსბურგში".

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია: დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ტ. კოსტა - ფეგული, ჟონასი, ალბა - სოლდადო.

ბარსელონა: პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - სანჩესი, მესი, ადრიანო.

იცით, თუ არა...

რომ უნაი ემერი 7-ჯერ დაუპირისპირდა "ბარსელონას" და ჯერ ერთხელაც ვერ მოუგო.

მირანდესი-ბილბაო 1:2

მირანდესი (4-2-3-1): ნაუსეტი - გარმენდია, კანედა, კორალი, რ. გარსია - მარტინსი, გარო (53. ლამბარი) - მუხიკა, მუნეტა (70. ხოსე ანხელი), ინფანტე - აროიო (62. ბორელი).

ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - ანდერი, იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა (76. დ. ლოპესი), ფ. ლორენტე, მუნიაინი (84. ი. პერესი).

გოლები: 0:1 ფ. ლორენტე (17), 0:2 ფ. ლორენტე (26), 1:2 ლამბარი (91)

დღეს

ვალენსია - ბარსელონა 00:00 საათი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა