ორშაბათის, ტურის დამაგვირგვინებელ მატჩში გუნდმა იქ მოიგო, სადაც ყველას ძლიერ უჭირს, "რეინო დე ნავარაზე"
ის, რომ არგენტინელი დიეგო სიმეონეს ხელში მადრიდის "ატლეტიკომ" "თვალში გამოიხედა", უკვე ფაქტია - ორშაბათის, ტურის დამაგვირგვინებელ მატჩში გუნდმა იქ მოიგო, სადაც ყველას ძლიერ უჭირს, "რეინო დე ნავარაზე". "ატლეტიკომ" "ოსასუნა" 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოსკენ გავიდა, როცა ბრაზილიელი მცველის ფილიპე ლუიშის ჩართვა შეტევაში შედეგიანად დასრულდა, ჯერ რადამელ ფალკაომ სცადა ბედი, მაგრამ ვერ გაიტანა, დამატებაზე კი მცველმა დიეგო გოდინმა ივარგა.

მეორე ტაიმში ადრიან ლოპესისა და ფალკაოს წყვილმა ერთი 100%-იანი მომენტი შექმნა, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხეს. ბოლოსკენ "ატლეტიკოს" ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ახალგაზრდა ბელგიელმა გოლკიპერმა ტიბო კურტუამ კარი "მშრალად" შეინახა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ რაულ გარსიას დარტყმულის მოგერიება. ამ მოგებით "ატლეტიკო" მე-7 ადგილზე გადავიდა და უკვე კარგი შანსი გაუჩნდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთოს. ბოლო 12 შესაძლებელიდან "როხიბლანკოსმა" 10 ქულა მოიპოვა!

დიეგო სიმეონე: "ძალიან დაძაბული მატჩი იყო და რომ მოვიგეთ, ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ წინ მივიწევთ. პირველი ტაიმი ძალიან ჩაკეტილი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გავიტანეთ, მე კმაყოფილი არ დავრჩენილვარ.

მეორე ტაიმის პირველი 30 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი "ოსასუნამ" შტურმი მოგვიწყო. კიდევ კარგი, ჩვენმა გოლკიპერმა ორჯერ ბრწყინვალედ მოიგერია მეტოქე ფორვარდების დარტყმები. "რეინო დე ნავარა" ყველასთვის "რთული" მასპინძელია და დღეს ერთხელ კიდევ დამტკიცდა. მოდით, ჯერ ნუ დავითვლით, რამდენი ქულა გვაშორებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, ჯერ საამისოდ ძალიან ადრეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა