უკანასკნელ საათს
უკვე ყველას რომ მოგვარებული ეგონა, ბრიტანეთიდან ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გვაუწყეს, რომ ლუკას ბარიოსის ტრანსფერი "ფულჰემში" ჩაიშალა. ლონდონელები შეუთანხმდნენ "დორტმუნდს", მაგრამ პარაგვაელის წარმომადგენლებმა საქმეები არიეს. ამით კი "ვოლფსბურგმა" ისარგებლა.

მართალია, "ინტერმა" ფრედი გუარინი გაიფორმა, მაგრამ ტიაგო მოტა დაკარგა, ის "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.

ბრაზილიელი ფორვარდი ენრიკე სეზონის ბოლომდე "გრანადაში" ითამაშებს. ენრიკე "სან პაულუს" ეკუთვნის.

"ლაციოს" არგენტინელი გოლკიპერი ხუან პაბლო კარისო სეზონს "კატანიაში" ჩაამთავრებს, ბუნებრივია, იჯარით.

"არსენალმა" გერმანელი ახალგაზრდა თომას აინშფელდი გაიფორმა.

"ევერტონმა" "რეინჯერსისგან" 26 წლის ხორვატი ფორვარდი ნიკიცა იელავიჩი 7 მილიონ ფუნტად იყიდა.

"ვესტ ჰემმა" რაველ მორისონი გაიფორმა.

"ოლიმპიაკოსმა" "გალათასარაის" გარემარბი კოლინ ქაზიმ-რიჩარდსი ითხოვა.

სოტირიოს კირიაკოსი "სანდერლენდში" იჯარით გადავიდა.

"დორტმუნდის" მოჰამედ ზიდანი "მაინცში" გადავიდა.

პაველ პოგრებნიაკი "შტუტგარტიდან" "ფულჰემში" გადავიდა.

ჰამდან ალ კამალი პირველი ფეხბურთელია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც ევროპის ტოპლიგაში ითამაშებს, ის "ლიონში" გადავიდა.

"ვილიარეალმა" "ფლუმინენსედან" ალეხანდრო მარტინუჩიო დაიმატა.

"იუვენტუსმა" "აიაქსის" ვუნდერკინდი უასიმ ბუი შეიძინა.

"მილანმა" "ინტერნასიონალიდან" ლუკას როჯა დაიმატა.

"ინტერში" "პალერმოდან" ანჯელო პალომბო მივიდა.

"ქვინზ პარკ რეინჯერსმა" "ლაციოს" ჯიბრილ სისე 2,5 წლით გაიფორმა.

ლუის საა "ტოტენჰემში" გადავიდა.

"მანჩესტერ სიტიმ" "რომადან" იჯარით დავიდ პისარო აიყვანა.

ადრიან კოლუნგა "ხეტაფემ" "სპორტინგს" ათხოვა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტიდან" (!) 19 წლის შვეიცარიელი მცველი ფრედერიკ ვესელი შეიძინა.

"კატანიამ" პაბლო ალვარესი "სარაგოსას" ათხოვა.

ბობი ზამორა "ფულჰემიდან" ქპრ-ში გადაბარგდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა