თურქულ "კაისერისფორის" ქართველი მცველის ფასი გაორმაგდა და ახლა 1 500 000 ევროს შეადგენს
ქართლოს ხოტივარის ფილმი "სერენადა" გახსოვთ? რამაზ გიორგობიანის სუსტი და დაბალი გმირი იმდენს ახერხებს, მაღალ და სრულ კაცს ქედს მაინც არ მოუხრის.

დაახლოებით ასეთია თურქეთის სუპერლიგელი "კაისერის" ამბავი - შოთა არველაძის გაწვრთნილები არავის ეპუებიან და "პატარა ტანის", ანუ მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, მაინც დიდ გულზე არიან.

ბოლო ტურში შოთას შეგირდებმა "ბეშიქთაშს" სახლში უმასპინძლეს, 1:0 დაამარცხეს და 32 ქულით მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს, თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი კი მესამე პოზიციაზე იმყოფება.

მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა ზურაბ ხიზანიშვილი. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თქმით, ის დისკვალიფიცირებული გახლდათ.

"დეკემბერში გამართულ ბოლო შეხვედრაში "ანკარაგიუჯუსთან" კუნთი დამეჭიმა და მას შემდეგ პირველად "ფენერბახჩესთან" ვითამაშე. მაგრამ ბოლოსწინა ტურში "მერსინთან" ყვითელი ბარათი მივიღე, რაც სეზონში მე-4 იყო და "ბეშიქთაშთან" დასვენება მომიხდა. საწყენი კი იყო, გუნდმა კარგად ითამაშა და დამსახურებულად მოიგო.

ჩვენ არასტაბილურად, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ ვთამაშობთ. ჩვენ კი "გალათასარაი" და "ბეშიქთაში" არ ვართ, 2-3 მოთამაშის არყოფნაც გვეტყობა, რადგან მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს.

ახლა ორი ფეხბურთელი აფრიკის თასზე სათამაშოდ წავიდა, სამი ტრავმირებულია და პრობლემა შეგვექმნა. ეს გამარჯვება ამიტომ არის ღირებული.

დიდი ხანია არაა, რაც შოთამ მწვრთნელობა დაიწყო, მაგრამ სასიამოვნო ფეხბურთს გვათამაშებს, ნამდვილად ნიჭიერი მწვრთნელია. "ბეშიქთაში" კი მაგრად გავამწარეთ. პირველ წრეში გასვლაზეც მოვუგეთ - 2:0. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება", - გვითხრა ხიზანიშვილმა.

მცირე ხნის წინ "ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელთა ახალი შეფასებები გამოაქვეყნა, ზურაბ ხიზანიშვილის ფასი გაორმაგებული იყო - 750 ათასი ევროს ნაცვლად, 1 500 000 ევრო ეწერა.

"თურქეთს ძლიერი და მდიდარი ლიგა აქვს, ბევრი ცნობილი მოთამაშე ჩამოდის და აქ თამაშიც პრესტიჟულია. ეტყობა, სწორედ ამან განაპირობა, რომ ინგლისის პირველი ლიგიდან წამოსვლის შემდეგ ჩემი ფასი გაიზარდა", - გვითხრა "კაისერის" ქართველმა მცველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა