მოლდოველები 26 წლის ქართველს არც ათამაშებენ და არც გათავისუფლების ფურცელს აძლევენ
ერთ დროს, ვასილ ღუჭაშვილი ძალიან პერსპექტიულ ფორვარდად ითვლებოდა - 15 წლის "კუმანა" ერთდროულად თამაშობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, მოსკოვის "სპარტაკის" ასაკობრივ გუნდში, მოიარა რამდენიმე ქართული კლუბი, ბოლოს "ვიტ ჯორჯიაში" იყო, მოლდოვურ "დაჩიაში" კი 2009 წელს გადავიდა.

შარშან იანვარში კიშინიოვის მეორე კლუბ "ზიმბრუში" ნახევარწლიანი იჯარით გაუშვეს. თუმცა "დაჩია" ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" გამოთიშა და მას შემდეგ მოლდოველებისთვის ჩვენი მოთამაშეები "პერსონა ნონ გრატები" გახდნენ: გუნდიდან დაითხოვეს დავით გამეზარდაშვილი და ლევან კორღალიძე, კლუბისა და ღუჭაშვილის დაძაბული ურთიერთობაც ამის შემდეგ დაიწყო - ზაფხულში ღუჭაშვილი აღარ მიიღეს და დარჩა ჰაერში გამოკიდებული.

26 წლის ფორვარდი ზაფხულში იმედოვნებდა, რომ კლუბთან მოლაპარაკების მერე გათავისუფლების ფურცელს მიიღებდა, მაგრამ ტყუილი გამოდგა მისი იმედები. ღუჭაშვილს "დაჩიასთან" კონტრაქტი მალე უმთავრდება, მაგრამ ქართველებზე აღრენილი კიშინიოველები ფეხბურთელს არც თამაშის უფლებას აძლევენ, გათავისუფლების ფურცელსაც უკავებენ და სანაცვლოდ ფულსაც ითხოვენ.

ასე რომ, შარშანდელი სეზონი "კუმანას" ჯერ ტრავმის, შემდეგ კი კლუბთან კონფლიქტის გამო გაუცდა.

გაუგებარია, ასეთი განსაკუთრებული რა მოხდა "ზესტაფონი"-"დაჩიას" მატჩის დროს, მოლდოველები მარცხით უჩვეულოდ რომ გამწარდნენ და ჩვენების გაგონება არ სურთ. წაგება სასიამოვნო არაა, მით უფრო ჩემპიონთა ლიგაში, "ზესტაფონმა" კი მეტოქეს ალალად აჯობა, მაგრამ...

ახალი ამბავია: ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე გორის "დილას" მენეჯერმა მოლდოვურ კლუბს სპარინგ-მატჩი შესთავაზა და კატეგორიული უარი მიიღო - ქართველებთან არანაირი ურთიერთობა არ გვსურსო.

ღუჭაშვილი თბილისშია და ინტერვიუ ჩამოვართვით:

- "დაჩია" დღემდე არ მიშვებს, მაგრამ კონტრაქტი თებერვალში მთავრდება და იმედია, ხელს ვეღარ შემიშლიან.

- კლუბთან ასეთი რა წინააღმდეგობა გაქვს?

- მოლდოვიდან აგვისტოში წამოვედი, აღარ დავბრუნდი და ველოდები კონტრაქტის დამთავრებას, "დაჩია" კი, ზაფხულიდან მოყოლებული ფულს ითხოვს. არადა, დრო გადის და თამაში მომენატრა. დროებით საქართველოში თამაშიც არ იქნებოდა ურიგო, ფორმას მაინც აღვიდგენდი.

- "დაჩია" რამდენს და რაში ითხოვს?

- ლატვიიდან რომ მიყიდეს, იმ თანხის ამოღება სურთ. რა თქმა უნდა, ეს არ მაწყობს, რადგან დაახლოებით 50 ათას დოლარს მედავებიან. კონტრაქტი მალე მიმთავრდება და ვუთხარი, რა აზრი ჰქონდა ჩემს გაჩერებას, მაგრამ ჯიუტად უარს ამბობენ. არადა, 6 თვეა, ხელფასი არ მოუციათ. ეს კიდევ სხვა ამბავია, ამის შემდეგ კიდევ მე მთხოვენ ფულს. ეტყობა, იმედი აქვთ, რომ ტრანსფერის ფულს ამით მაინც ამოიღებენ და შერჩებათ.

- ვარჯიშის უფლებასაც არ გაძლევენ?

- ტრენაჟორებზე და აუზზე ვვარჯიშობ. მაგრამ გათავისუფლების ფურცლის გარეშე, გუნდთან ერთად ვერ ვივარჯიშებ.

- ამ პერიოდში შენით რომელიმე ქართული გუნდი დაინტერესდა?

- არავისთან არ მილაპარაკია. კონტრაქტი 15 თებერვალს მიმთავრდება და მერე რა მოხდება, არ ვიცი.

- თებერვლიდან თავისუფალი აგენტი გახდები?

- წესით, უნდა გავხდე, მაგრამ მოლდოველებისგან სიურპრიზებს არ გამოვრიცხავ. შესაძლოა, მიზერული საკომპენსაციო მაინც მოითხოვონ. საქართველოში თუ კარგი შემოთავაზება მექნება, მაშინ დაველაპარაკები "დაჩიას" და იმედია, ახლა მაინც მოიქცევიან ნორმალურად.

სხვათა შორის, ჩასვლას მთხოვენ, მაგრამ იქ თამაში აღარ მინდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა