"ატლანტამ" "ტორონტო" 100:77 დაამარცხა, ჩვენებურმა კი თავის ანგარიშზე 10 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა
100:77 - ამ ანგარიშით გაანადგურა გასვლითი ტურნეში მყოფმა "ატლანტამ" "ტორონტო". ამით ზაზა ფაჩულიას გუნდმა დაასრულა 5-მატჩიანი გასვლითი ტურნე, საიდანაც 4 შეხვედრა მოიგო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:23 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 6 ორქულიანიდან 5 ჩააგდო და მისი მონაგარიც ეს იყო - 10 ქულა. ამის გარდა ზაზამ 6 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 4 მოხსნა დააკლდა.

ატლანტელებს ჯო ჯონსონმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. რაც შეეხებათ ტორონტოელებს, მათმა ბომბარდირმა მხოლოდ 14 ქულა მიითვალა.

"ატლანტა ჰოუქსს" 16 მოგება და 6 მარცხი აქვთ. ამ შედეგით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა. მომდევნო შეხვედრას "ქორები" ატლანტაში 3 იანვარს, "მემფისის" წინააღმდეგ გამართავენ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა