18-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა
9-დან 19 აგვისტომდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ითამაშებს.

მიხეილ ბერუაშვილის გუნდის მეტოქეები მასპინძელი ბოსნია, ბელგია, პორტუგალია და ჰოლანდია იქნებიან. საქართველოს ნაკრებმა აღნიშნული შეჯიბრებისთვის ვარჯიში გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო. მწვრთნელებმა - მიხეილ ბერუაშვილმა და ზაზა გაბისონიამ უკვე 30-ამდე კანდიდატი გამოსცადეს და სასელექციო სამუშაო კვლავაც გრძელდება.

18-წლამდელთა ნაკრებს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, ერთ-ერთი ვარჯიშისას ვეწვიეთ და მთავარ მწვრთნელს, მიხეილ ბერუაშვილს გავესაუბრეთ.

- მზადების რა ეტაპზე იმყოფებით?

- ევროპის ჩემპიონატის მატჩებამდე ჯერ საკმარისი დროა. ამჯერად სასელექციო მუშაობას ვეწევით. ვარჩევთ ნაკრებისთვის ღირსეულ კანდიდატებს. გამოვცადეთ 30 კალათბურთელი, ამაში არ შედიან ბათუმელი და ქუთაისელი კალათბურთელები, რომლებიც ასაკობრივ ჩემპიონატებში თამაშის გამო ჩვენთან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ნაკრებში ვერ ვარჯიშობს ბექა ბურჯანაძეც, რომელიც ესპანეთშია და "კახასოლში" თამაშობს. თუმცა ჩვენც არ ვჩქარობთ. ნელ-ნელა ყველა კანდიდატს შევამოწმებთ და საბოლოო შემადგენლობაში ღირსეულები მოხვდებიან.

- ნაკრებს როგორი გრაფიკით ავარჯიშებთ?

- ვარჯიშები კვირაობით გვაქვს, რათა ბიჭებს ხელი სწავლასა და საკუთარ კლუბებში თამაშში არ შეეშალოთ. ამ ეტაპზე ეს გრაფიკი საკმარისია. რაც უფრო მოახლოვდება აგვისტო, ვარჯიშების რაოდენობასა და დატვირთვებს თანდათან გავზრდით.

- რამდენად ხელსაყრელი სავარჯიშო პირობებით გაქვთ?

- პირობები შესანიშნავია, მოგეხსენებათ, გარემონტდა კალათბურთის აკადემია, გაკეთდა მეორე, სავარჯიშო დარბაზი. აქ სითბო და ხარისხიანი ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.

- მხოლოდ აქ მოემზადებით, თუ შეკრებასაც გეგმავთ?

- კონკრეტულ თარიღებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ მოსამზადებელ პერიოდში, როცა გუნდი უკვე ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებს, შეკრებებიც გვექნება და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებსაც გავმართავთ. B დივიზიონის მატჩებისთვის საფუძვლიანად მოვემზადებით.

- ევროპის ჩემპიონატის წინა გათამაშებაში ჯგუფიდან ვერ გახვედით. ახლა რას უნდა ველოდოთ?

- ამ ეტაპზე ძნელია საუბარი, მეტოქეებზე ინფორმაციას არ ვფლობთ. ასაკობრივ ნაკრებებში თაობა ყოველწლიურად იცვლება და მანამდე ვერ გაიგებ გუნდების რეალურ ძალას, სანამ არ ითამაშებენ. ბოსნიაში გასამართი ტურნირის დაწყებამდე ჩვენი მეტოქეები ამხანაგურ მატჩებს გამართავენ და ვეცდებით თამაშის ფირი მოვიპოვოთ და მომავალი მოწინააღმდეგეების თამაშები გავარჩიოთ. ერთი შეხედვით საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა რა მოხდება, წინასწარ ვერავინ იტყვის. ჩენ შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ.

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა