ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევრო 2012. C ჯგუფი. პრანდელის ოფიციალური დებიუტი ტალინში

ევრო 2012. C ჯგუფი. პრანდელის ოფიციალური დებიუტი ტალინში

ამ ქვეჯგუფში ერთი მატჩი უკვე გაიმართა: 11 აგვისტოს ესტონეთის ნაკრებმა ფარერები 2:1 დაამარცხა და სხვათა შორის, ესტონელებმა გამარჯვების გოლი...

C ჯგუფი

11 აგვისტო

ესტონეთი-ფარერები 2:1

3 სექტემბერი

ფარერები-სერბეთი

სლოვენია-ჩრ. ირლანდია

ესტონეთი-იტალია

ამ ქვეჯგუფში ერთი მატჩი უკვე გაიმართა: 11 აგვისტოს ესტონეთის ნაკრებმა ფარერები 2:1 დაამარცხა და სხვათა შორის, ესტონელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე (!) წუთზე გაიტანეს. დღეს სამქულიანი ესტონეთი ტალინში, ჯგუფის მთავარ ფავორიტ იტალიას მასპინძლობს. მართალია, ესტონელებს "სკუადრა აძურას" წინააღმდეგ ჩატარებული ოთხი მატჩიდან (ორი 1994 წლის მუნდიალის შესარჩევში, ორიც ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე) ოთხივე წაგებული აქვთ, ბალტიისპირელთა მთავარი მწვრთნელი ტარმო რუუტლი შეეცადა, შეგირდები და გულშემატკივრები დღევანდელი მატჩის წინ ოპტიმისტურად განეწყო.

"ცხადია, ჩვენ არ ვართ ფავორიტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებაზე არ ვფიქრობთ. სენსაციები ძალიან ხშირად ხდება და რატომ არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენც მოვახდენთ სენსაციას?" - განაცხადა რუუტლიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

და მართლაც: თუ იტალიის ნაკრებთან სენსაციის მოხდენა შესაძლებელია, როდის, თუ არა ახლა, როცა "სკუადრა აძურა" ახალი მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის ხელში ჯერ კიდევ დაულაგებელი გუნდია? პრანდელისთვის დღეს ოფიციალური დებიუტია და მან ხუთი დებიუტანტი გამოიძახა, რომელთაგანაც ოთხი მცველია: ლუკა ანტონელი, ჩეზარე ბოვო, ლორენცო დე სილვესტრი და დანიელე გასტალდელო. ამ კვარტეტთან ერთად, "აძურაში" ახალი კაცია ნახევარმცველი ლუკა ჩიგარინიც, რომელიც ტრავმირებული კლაუდიო მარკიზიოც ცვლის.

"იუვეს" ნახევარმცველისა არ იყოს, ტრავმირებულია "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი მარიო ბალოტელიც, რომელიც პრანდელიმ კოტ დ"ივუართან ტესტ-მატჩში გამოსცადა, მაგრამ ჩეზარეს ბალოტელის ტრავმის გამო დიდად არ დაუჩივლია, რის გამოც ჩვენს იტალიელ კოლეგებს ისეთი განცდა გაუჩნდათ, რომ მარიო ჯანმრთელიც რომ ყოფილიყო, პრანდელი მას მაინც აღარ უხმობდა. სამაგიეროდ, ჯანმრთელია და ბორტზეა ანდრეა პირლო. ესტონელებს კი მხოლოდ ერთი დებიუტანტი ჰყავთ: ვიაჩესლავ ზაჰოვაიკო, რომელიც პორტუგალიურ "ლეირიაში" თამაშობს. რუუტლი იტალიასთან ესტონური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელს, ანდრეს ოპერს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი ტრავმირებულია. სამაგიეროდ, დროულად გამოჯანმრთელდა ტარმო კინკი (მიდლსბრო). ერთი სიტყვით, ესტონელებს ძალიან უნდათ, რომ პრანდელის ხელში მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულ "აძურას" პირველ ტურში ფეხი დაუდონ.

ფარერის კუნძულების ნაკრები ჯგუფში ისევ აუტსაიდერია, მაგრამ სულ უფრო და უფრო უმატებს და აგერ, ესტონეთთან გასვლით მატჩში კინაღამ ქულა მოიპოვა. ფარერელთა მეტოქე დღეს სერბეთია და უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ რადომირ ანტიჩის გუნდმა ფარერებს ორივე თამაში მოუგო. თუმცა იმ ქვეჯგუფში ფარერებმა (118-ე ადგილი ფიფას რეიტინგში) გასაოცრად იასპარეზა: ლიტვა დაამარცხა, ავსტრიას ქულა აართვა და საფრანგეთთან და რუმინეთთან მხოლოდ 0:1 დამარცხდა. მაგრამ თუ ვიდიჩს, სტანკოვიჩსა და კომპანიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურთ, დღეს ტორსჰავნიდან აუცილებლად სამი ქულა უნდა წაიღონ.

სლოვენიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩში ფავორიტად მასპინძლები უნდა შევრაცხოთ, ოღონდ თითქმის მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ მოედანზე თამაშობენ. სლოვენიამ ევროპის ჩემპიონატზე აქამდე მხოლოდ ერთხელ ითამაშა (2000 წელს) და მაშინ ჯგუფშივე შერცხვა. სამაგიეროდ, სლოვენიელებმა სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე იასპარეზეს და თავი ამჯერად კარგად წარმოაჩინეს. "უდინეზეს" ბწრყინვალე მეკარე ჰანდანოვიჩი, კაპიტანი რობერტ კორენი, ტალანტი ტიმ მატავცი, ბუნდესლიგელი ლეგიონერები ბრეჩკო, ნოვაკოვიჩი და დედიჩი - სლოვენიას საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რომელმაც ევრო 2012-ს საგზურისთვის უნდა იბრძოლოს. მაგრამ მატიაჟ კეკის გუნდს დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის დამარცხება გაუჭირდება. ჯონი ევანსი (მანჩესტერ იუნაიტედი), კრის ბეირდი და აარონ ჰიუზი (ფულჰემი), დევიდ ჰილი, რომელიც სულაც ევრო 2008-ის შესარჩევი ციკლის საუკეთესო ბომბარდირი (13 გოლით) გახდა - მწვრთნელ ნაიჯელ ვორთინგტონს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა

ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები

"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება

[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!

"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა

გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო

ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა

"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს

უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა

"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს