სამხრეთ აფრიკაში ძალიან მაგრად შერცხვენილი საფრანგეთი რეაბილიტაციას ბელორუსთან საშინაო მატჩით იწყებს...

D ჯგუფი

3 სექტემბერი

რუმინეთი-ალბანეთი

ლუქსემბურგი-ბოსნია

საფრანგეთი-ბელარუსი

სამხრეთ აფრიკაში ძალიან მაგრად შერცხვენილი საფრანგეთი რეაბილიტაციას ბელორუსთან საშინაო მატჩით იწყებს. ზოგადად, ფრანგები აბსოლუტურად ყველაფერს თავიდან იწყებენ და გუნდში ყველა და თითქმის ყველაფერი ახალია: რაიმონ დომენეკი ლორან ბლანმა შეცვალა და ფრანგული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ზინედინ ზიდანი ამბობს, ბლანი ზუსტად ის კაცია, ვინც ჩვენი ნაკრები უნდა გაწვრთნასო. ბელორუსთან მატჩში ვერ ვიხილავთ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ, სამხრეთ აფრიკაში ატეხილი სკანდალის გამო დასჯილ ფეხბურთელებს: ჯერემი ტულალანს (ერთი მატჩი), ფრანკ რიბერის (სამი) და პატრის ევრას (ხუთი).

მთავარი სკანდალისტი ნიკოლა ანელკა ნაკრებიდან წავიდა და მასთან ერთად, სანაკრებო კარიერა ტიერი ანრიმაც დაასრულა. ფრანგების მეტოქე ბელორუსს "სტად დე ფრანსზე" წარმატებას არავინ უწინასწარმეტყველებს, ჩვენ კი იმას შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ნაკრებს გერმანელი სპეციალისტი, ბერნდ შტანგე წვრთნის.

ევრო 2008-ზე თამაშის შემდეგ, რუმინეთის ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი შეირცხვინა და თუ რუმინელებს ევრო 2012-ის საგზურის მოპოვება უნდათ, საკუთარ მოედანზე ალბანეთი აუცილებლად უნდა დაამარცხონ. ამის გაკეთება კი რუმინელებს მთავარი ვარსკვლავის, ადრიან მუტუს გარეშე მოუწევთ, რომელიც დოპინგის მოხმარების გამოა დისკვალიფიცირებული. ვინღა დარჩა რუმინეთს? რა თქმა უნდა, კრისტიან კივუ (ინტერი) და მასთან ერთად მცველი კოზმინ კონტრა, ასევე, გაბრიელ ტამაში და ფორვარდი ჩიპრიან მარიკა. ალბანელები სენსაციის მოხდენაზე კი ფიქრობენ, მაგრამ დიდი შანსია, რომ ვერაფერი გააწყონ. ჩვენ მაინც გეტყვით, რომ ალბანელთა მთავარი იმედი "გალათასარაის" ფეხბურთელი ლორიკ კანაა. მასთან ერთად, ნაკრებში თამაშობენ ძველი ნაცნობები: ერვინ სკელა და იტალიური "ჩეზენას" თავდამსხმელი ერიონ ბოგდანი.

ლუქსემბურგისა და ბოსნიის მატჩშის ლოგიკურად, ყველაფერი თავიდანვე ნათელია: ბოსნია ფავორიტია და ნებისმიერი შედეგი, გარდა ბოსნიის გამარჯვებისა, უდიდესი სენსაცია იქნება. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლუქსემბურგმა 2008 წლის 10 სექტემბერს ერთხელ უკვე მოახდინა უდიდესი სენსაცია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში სტუმრად შვეიცარიას მოუგო და ოტმარ ჰიტცფელდს დებიუტი ჩაუმწარა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა