უოკინგში, ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" საკუთარ ტექნოლოგიურ ცენტრში 2012 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდი წარადგინა
გუშინ, ბრიტანეთის ქალაქ უოკინგში, საკუთარ ტექნოლოგიურ ცენტრში 2012 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდი წარადგინა ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა".

მრავალრიცხოვანი ჟურნალისტების წინაშე ახალი ბოლიდი - MP4-27 გუნდის პილოტებმა - ლუის ჰემილტონმა და ჯენსონ ბატონმა წარმოადგინეს. პრეზენტაციის პირდაპირი რეპორტაჟი "მაკლარენის" ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა.

ახალი MP4-27 ჩვეულ ფერებშია გადაწყვეტილი, მაგრამ მისი ბევრი აეროდინამიკური ელემენტი ჯერ წინასწარი ვერსიით არის წარმოდგენილი. საბოლოოდ, მანქანა დასრულებულ სახეს ტესტების შემდეგ მიიღებს.

ჯენსონ ბატონი: "ეს ამაღელვებელი დღეა ჩვენთვის! პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტესტპილოტებს - გარი პაფეტსა და ოლივერ ტერვის. შარშანდელი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მათ უდიდესი სამუშაო ჩაატარეს სიმულატორზე, რაც მანქანის დახვეწას ემსახურებოდა.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახალმა მანქანამ ტესტებზე თავიდანვე აჩვენოს კარგი სიჩქარე. მაგრამ ტესტების ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მივეჩვიოთ MP4-27-ის საჭეს, პირველი რბოლა დამაჯერებლად ჩავატაროთ... ასე რომ, წინ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გველის".

ლუის ჰემილტონი: "ეს ყველაზე სრულყოფილი მანქანაა იმათგან, რაც "მაკლარენს" ბოლო წლებში შეუქმნია. როგორც ვხედავთ, შეცვლილია გვერდითი პონტონების ფორმა, თუმცა "ცხვირი" დაახლოებით იგივეა, როგორიც გასულ წელს.

ჩემი აზრით, მანქანა შესანიშნავად გამოიყურება. როცა მთელი გუნდის დაძაბული მუშაობის შედეგს ვხედავთ, აღმაფრენას ვგრძნობთ. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა