ფინეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი რომ არ არის, ეს გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში...

E ჯგუფი

3 სექტემბერი

მოლდოვა-ფინეთი

შვედეთი-უნგრეთი

სან მარინო-ჰოლანდია

ფინეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი რომ არ არის, ეს გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა ბუნდესგუნდი და ფინეთი ერთ ჯგუფში იყვნენ და იოახიმ ლიოვის გუნდმა ფინეთი ვერცერთხელ ვერ დაამარცხა (3:3 და 1:1). ასე რომ, ფინელებს ნაღდად შეუძლიათ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იოცნებონ - ამ ჯგუფში მათ აქვთ იმის შანსი, რომ 2012 წლის ზაფხულში პოლონეთსა და უკრაინაში გაემგზავრონ. ოღონდ, ამისთვის საჭიროა, რომ ფინეთმა მოლდოვაში კარგი სტარტი აიღოს, რადგან სერიოზული კონკურენტები ჰყავს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შვედებს და უნგრელებსაც სურთ, რომლებიც დღეს ერთმანეთს უპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები მუნდიალის შესარჩევ ციკლშიც ერთ ქვეჯგუფში იყვნენ...

ზოგადად კი, ამ ქვეჯგუფში მხოლოდ ერთი გუნდია აბსოლუტური, ასე ვთქვათ, ხელშეუხებელი ფავორიტი - რა თქმა უნდა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიას ვგულისხმობთ. დღეს კი ნარინჯისფრებთ იოლი გასეირნება ელით სან მარინოში. დიდი შანსია, რომ ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა თავდასხმაში, ტრავმირებული რობინ ვან პერსის ნაცვლად, ნაკრებში დაბრუნებული რუუდ ვან ნისტელროი ათამაშოს, რომელმაც ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო და ბუნდესლიგის ორი ტურის შემდეგ სამი გოლი აქვს გატანილი.

"რუუდი ახლა უკვე კარგ ფორმაშია, მუნდიალის წინ კი არასახარბიელოდ გამოიყურებოდა. სამხრეთ აფრიკაში ამიტომაც არ წავიყვანე და ხომ ხედავთ, როგორც კი მოუმატა, მაშინვე გამოვიძახე," - თქვა ვან მარვიიკმა.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს