ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფეხბურთელის ქცევა მოედანზე - ალბათ თბილისის ”დინამოც” შეიცვლება....

ფეხბურთელის ქცევა მოედანზე - ალბათ თბილისის ”დინამოც” შეიცვლება....

"გუანჯაო"-"დინამოს" მატჩში ვნახეთ, როგორ ბილწსიტყვაობდნენ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ფეხბურთელები
ფეხბურთელის ქცევა მოედანზე - ისეთ კლუბებში, რომელთაც საკუთარი ფილოსოფია გააჩნიათ, ან ცდილობენ ამის შექმნას, ამ ფაქტორს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

არის თუ არა ასეთი კლუბი "დინამო თბილისი"? შესასაძლოა ამ კითხვის დასმა უხერხულიც კი იყოს, მაგრამ ინტერნეტმა მოგვცა "გუანჯაო" - "დინამოს" ცოცხლად ყურების საშუალება და ვნახეთ, თუ როგორ ბილწსიტყვაობდნენ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ფეხბურთელები. ეს არ მომხადარა მხოლოდ "გუანჯაოსთან", ეს "დინამოს" ესპანური შეკრების სხვა შეხვედრებშიც ნახეს.

რა მოხდა ასეთი, სხვა თამაშებზე და სხვა გუნდის ფეხბურთელებისგან არ გინახავთ ასეთები და უარესები? რა თქმა უნდა, გვინახავს, ოღონდაც "დინამო" სულ სხვაა - ტიტულები და კიდევ რამდენი რამ, რისი მხოლოდ სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია.

ახალი თაობისთვის "დინამო" მხოლოდ კარგი პირობები და ტიტულებია, რადგან "დინამოს" დიდების პერიოდში მათ არ უცხოვრიათ. კლუბი კი ყველაფერი ერთად არის - ძველი დიდებაცა და აწმყოც.

"დინამოს" სტადიონი და დიღმის ბაზა - იქ არის ისეთი ნივთები, რომლებიც მუნჯად გადმოგვცემენ ძველ ამბებს, ანუ ლაპარაკის გარეშეც ასისხლხორცებენ იმას, თუ რა არის "დინამო".

რა ქმნიდა საქართველოს ისტორიას? კახური ღვინო, ბაგრატიონების დინასტია და თბილისის "დინამო" - ასეთი იყო ისტორიკოსის და ცნობილი მწერლის, აკა მორჩილაძის პასუხი.

როცა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ხარ და მოედანზე გადიხარ, აღარც სვანეთისუბნელი ხარ და აღარც ნახალოვკელი - მე ასე მგონია და თუ სხვა სხვანაირად ფიქრობს, ამის საჯაროდ თქმაც არ უნდა მოერიდოს.

ცოტა ხნის წინათ, როცა "დინამოს" სხვა ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ჰყავდა, დინამოელებმა თამაშის მერე, გასახდელიდან რომ გამოვიდნენ, მერე იჩხუბეს. ალბათ ყველას გაუკვირდა, რომ ეს დინამოელებმა მოურიდებლად გააკეთეს, თორემ ჩხუბი შეიძლება "დინამოზე" დიდ გუნდებშიც მოხდეს.

ჩვენში ხშირად ერთმანეთში ერევათ მოჩხუბრები და ავტორიტეტები. როცა "დინამოს" რაინერ ცობელი წვრთნიდა და მასთან ბაიერნულ ამბებზე მივედი ინტერვიუსთვის, ჰერ ცობელმა მითხრა, "ბაიერნის" ლიდერი და კაპიტანი ფრანც ბეკენბაუერი თამაშის დროს სულ გვიყვიროდა და გვიფუცხუნებდა, ხანდახან ამას ძალიან უხეშადაც აკეთებდა, მაგრამ თამაშის მერე ხელს გვართმევდა, გვეფერებოდა და ბოდიშის მოხდასაც არ თაკილობდაო.

როი კინი, შტეფან ეფენბერგი... ასეთი კაპიტანი და ლიდერი საჩუქარი ვერ იქნებოდა თანაგუნდელებისთვის, მაგრამ ისინი მძიმე ტვირთსაც ეზიდებოდნენ, არც ქურდულ-ძველბიჭური მენტალიტეტი ჰქონდათ და საკუთარ იმიჯს ძალიან უფრთხილდებოდნენ - ზედმეტი მოუვიდოდათ და კლუბი ამას არ აპატიებდა, არც მედია დააკლებდა კრიტიკას და პირველ გვერდზე გამოჭენებას.

ერთხელ იყო, ქართული გუნდების ფეხბურთელებმა თამაშის მერე გასახდელში რომ იჩხუბეს, დანა გაიხსნა და გამშველებელს მოხვდა - მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ამბავი მთელმა საფეხბურთო მილეთმა იცის. დანის დამრტყმელი ფეხბურთელი კი მერე სხვა, ბევრად უკეთეს გუნდში გადავიდა და მისთვის კაპიტნის სამკლავურიც არავის დაუმადლებია.

როცა ასეთი მაგალითი არსებობს, "დინამოს" თუ სხვა გუნდის ფეხბურთელებს ცუდ რამეზე აგულიანებს - ამ მახინჯ სტანდარტებს კლუბების პრეზიდენტები და მწვრთნელები აყალიბებდნენ, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ალბათ, შეიცვლება "დინამოც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nika

სისულელეა, მერე რა მოხდა? რეებს წერენ ამ გაზეთში :|||

• margal

dinomos zestaponi jobia, puli aqvs dinamos magram moxmareba ar ician , vabshe ar mevaseba eg dinamo, warsulshi iyo kargi exla magari banzia.

• daviti

khaka გეთანხმები,ჟურნალისტების ასეთი მოქმედება უკვე გულისამრევია.თუ რამე იცით,დაწერეთ არა ზოგადად,არამედ სახელებით და გვარებით,თუ ამის ერთი ადგილი არ გაქვთ,დაანებეთ საერთოდ ამ თემაზერა წერა.

• khaka

ან თქვით ვინ იყო ის დანის მქნეველი. ან ნუღარ გვაღიზიანებთ ზოგიერთი ახვრების ხსენებაზე.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე